მიუხედავად იმისა, რომ "იტერას" მიერ სააქციო საზოგადოება "აზოტის " ხელში ჩაგდების კამპანია დიდი ხანია მიმდინარეობს, "აზოტის" გასხვისება მაინც როგორღაც ნაჩქარევად მოხდა.
პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებულების მიხედვით, სააქციო საზოგადოება "აზოტის" აქციათა 90 პროცენტი საერთაშორისო კომპანიათა ჯგუფ "იტერას," პირდაპირი წესით, 500 000 ამერიკულ დოლარად მიეყიდა. ამ გადაწყვეტილებით, ტენდერის გამართვა ედუარდ შევარდნაძემ პრაქტიკულად არამიზანშეწონილად მიიჩნია. ამით კი კიდევ უფრო გაამყარა მათი ეჭვები, ვინც პრეზიდენტს დიდი ხანია საკუთარი ოჯახის ბიზნესლობისტობაში ადანაშაულებს, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.
[გივი თარგამაძის ხმა]"მინდა ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო: მთავარი ინტერესი მაინც არის პრეზიდენტის სიძის, ჯოხთაბერიძის, და არა სხვა რაიმე. არასოდეს არ გადაუჭრია ვენები "იტერას"."
საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატს, ანტიკორუფციული საბჭოს წევრ გივი თარგამაძეს ზოგიერთი ეკონომიკური ექსპერტი გია ჯოხთაბერიძის სპეციალისტადაც მოიხსენიებს. გარკვეული ირონია ამაში, ალბათ, არის კიდეც, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "აზოტის" საქმეში პრეზიდენტის სიძის გვარი მკაფიოდ ფიგურირებს. პირველად "აზოტში", როგორც გაზის მიმწოდებელი, იგი, დაახლოებით, 5-6 წლის წინ გამოჩნდა, "მაგთი-ენერჯენტ-ქიმიკალზის" სახით. 1997 წელს გაიმართა ეგრეთ წოდებული ტენდერი, რომელშიც "მაგთი" ერთადერთი მონაწილე იყო. "აზოტი" მან პრაქტიკულად, პირდაპირი წესით, 100 000 ლარად შეისყიდა. საქართველოს პრეზიდენტმა ტენდერის შედეგები გააუქმა. მოგვიანებით "აზოტში" გამოჩნდა "ალსო-ტრანს ინტერნეშენალი", "მაგთის" სატელიტი კომპანია, იგივე "მაგთი", რომელიც ქვეყნის ხელისუფლების სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობდა. 2001 წლის მარტში "აზოტის" აქციათა 90 პროცენტის ერთი წლით მართვის უფლებაზე გამართულ ტენდერში "ალსო ტრანსი" "იტერასთან" ერთად მონაწილეობდა. ტენდერი ჩაიშალა, რადგან სატენდერო კომისიამ მაშინ "იტერას" მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არასაკმარისად მიიჩნია, ხოლო "ალსო ტრანსის" საბანკო გარანტიები - არაქმედითად. ამასობაში "აზოტის" ვალმა 98 მილიონი დოლარი შეადგინა და "იტერა," ფაქტობრივად, უალტერნატივოდ დარჩა.
[გივი თარგამაძის ხმა]. "სამივე ეტაპზე შევარდნაძე იძახდა, რომ ჯერ "მაგთის" არა ჰყავს ალტერნატივა და, აბა, რა ვქნათ. მერე აღმოჩნდა, რომ ვის, თუ არა "ალსუს", იმიტომ რომ ამხელა ვალი აქვს დაგროვილი. დაბოლოს, მაშინვე გადათამაშდა, რომ ვის, თუ არა "იტერას", იმიტომ რომ მისი ალტერნატივა არ არსებობს. რეალურად ის ვაჟკაცი რომ ყოფილიყო, პირდაპირ იტყოდა: ვის, თუ არა ჩემს სიძეს, და მორჩებოდა მთელი ეს თამაში. როგორც თქვა, სხვათა შორის, "მაგთის" გახსნაზე, რომ საშვილიშვილო საქმე გაკეთდა. ესე იყო!"[სტილი დაცულია]
გივი თარგამაძის მოსაზრებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე. მისი აზრით, საქართველოს პრეზიდენტმა "აზოტის" "იტერასათვის" პირდაპირი წესით მიყიდვის გადაწყვეტილება არსებული რეალობის შესაბამისად მიიღო. იგი "იტერას" სასარგებლოდ, სულ მცირე, სამ არგუმენტს ასახელებს: პირველი, "აზოტი," როგორც ძველი საბჭოური ტიპის საწარმო, გაზის შეუზღუდავ რესურსს ითხოვდა და, ამდენად, "იტერა" მას პირდაპირპროპორციულად ესაჭიროებოდა. მეორე, "აზოტის" პროდუქცია მხოლოდ რუსეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე საღდება და რუსული კომპანია ამ თვალსაზრისითაც ზედგამოჭრილია და, ბოლოს, ქარხნის ამუშავების შემთხვევაში, საქართველოს გაზის შეწყვეტის საშიშროება აღარ დაემუქრება.