ბოსნიის ქალაქ ბანია ლუკაში დღეს

ბოსნიის ქალაქ ბანია ლუკაში დღეს პირველად შეიკრიბა ბოსნიელ სერბთა ახალი პარლამენტი,
ბოსნიის ქალაქ ბანია ლუკაში დღეს პირველად შეიკრიბა ბოსნიელ სერბთა ახალი პარლამენტი,
5 ოქტომბერს ჩატარებული საყოველთაო არჩევნების შემდეგ. გეგმის მიხედვით, პრეზიდენტად არჩეული დრაგან ჩავიჩი და 83 დეპუტატი 4 დღის მანძილზე დადებენ ერთგულების ფიცს. შემდეგ პარლამენტი თავმჯდომარეს აირჩევს. ჩავიჩს, რომელიც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია, 10 დღე მიეცემა ბოსნიელ სერბთა ადმინისტრაციული ერთეულის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად. პარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტიაა ნაციონალისტური სერბთა დემოკრატიული პარტია, რომელსაც 26 მანდატი ეკუთნვის. ის 1990 წელს დააარსა რადოვან კარაჯიჩმა, რომელსაც გაეროს ტრიბუნალის მიერ წაყენებული აქვს სამხედრო დანაშაულთა ბრალდება.