ქართული პოლიტიკის ახალი ამბები ჩვეულებრივი ადამიანის, რიგითი მოქალაქის ცნობიერებაში, როგორც წესი, ტელეეკრანიდან შემოდის. თითქმის ყოველდღე საინფორმაციო საშუალებები მაყურებელს
სკანდალურ მოვლენებზე უამბობენ. ამ მოულოდნელობებსა და, ხშირად, ხმაურიან დაპირისპირებაში, ძალთა გადაჯგუფება-გადმოჯგუფებაში, მთლიანად არის დაკარგული პოლიტიკური პროცესის განვითარების ერთიანი, ზოგადი სურათი.
შარშან საშემოდგომო საპროტესტო აქციების გამო გადამდგარი მთავრობა სულ მალე პარლამენტმა თავიდან დაამტკიცა. მაშინ პოლიტიკისგან შორს მყოფი ადამიანები ფიქრობდნენ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს საკუთარი ნება მოახვია თავს. სინამდვილეში, პარლამენტი თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა.
ახლა გავიხსენოთ, რა მოხდა მიმდინარე კვირაში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ბევრი მოვლენა – ზოგი ძველი და ზოგიც ახალი – მკაფიო ახსნას დაექვემდებარება.
როდესაც შარშან ზამთარს პრეზიდენტმა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ავთანდილ ჯორბენაძე წარადგინა, პარლამენტმა მისი კანდიდატურა უპრობლემოდ მიიღო. მაშინ პოლიტიკის ექსპერტები ადვილად შეთანხმდნენ, რომ ჯორბენაძე აღიქმებოდა შუალედურ ფიგურად, რომელიც ვერაფერს დაეყრდნობოდა და რომელსაც, საჭირო მომენტში, ადვილად გადააყოლებდნენ საბიუჯეტო პრობლემებს. ბიუჯეტი რომ ვერ შესრულდებოდა, ამაში ეჭვი არავის შეუტანია, რადგან ქვეყანა კორუფციული პირამიდებით იმართება და ჯორბენაძე სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ამ პირამიდების დასანგრევად არავის მიუწვევია. შესაბამისად, წინასწარვე ცხადი იყო, რომ ჯორბენაძის გადაყენება, საგაზაფხულოდ თუ არა, საშემოდგომოდ ნამდვილად არ გაჭირდებოდა.
ბიუჯეტის ცხრა თვის მაჩვენებლების შესრულება პარლამენტმა სწორედ მიმდინარე კვირაში განიხილა. არა მხოლოდ შორიდან მაყურებლები, არამედ თავად პარლამენტის თავმჯდომარეც კი გაოცებული და განხიბლული დარჩა, იმდენად უმტკივნეულოდ დასრულდა ეს პროცედურა მთავრობისთვის და პირადად სახელმწიფო მინისტრისთვის.
ისევე, როგორც შარშან ზამთარში, ამჯერადაც სახელმწიფო კანცელარიისა და მთავრობის მიმართ პარლამენტის დათმობითი პოზიცია თავად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სისუსტედ შეფასდა.
არადა, პოლიტიკური პროცესის ერთიანი, ზოგადი სურათი სულ სხვა დასკვნის საფუძველს იძლევა. იმის შემდეგ, რაც პარლამენტში უმრავლესობა დაიშალა და სახელისუფლო პარტიამ თავისი პოზიციები დათმო, არც ერთი პოლიტიკური ძალა მზად არ აღმოჩნდა ახალი უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. მართალია, მოქალაქეთა კავშირის ჩანაცვლების სურვილს ახალ მემარჯვენეებსაც მიაწერდნენ და სოციალისტებსაც, მაგრამ, სინამდვილეში, ძველი უმრავლესობის დაშლიდან ერთი წლის შემდეგაც კი პარლამენტში ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბება არა და არ ხერხდება. ამ პირობებში, როდესაც 118 ხმის გაკონტროლების შანსი რჩება კანცელარიის ბანაკსაც და პოლიტიკური ლიდერების ბანაკსაც, პარლამენტი, მართლაც, უარს ამბობს, მიიღოს მკვეთრი გადაწყვეტილებები მთავრობის მიმართ. ეს ბუნებრივი და ლოგიკურია. დღევანდელი მთავრობა, სახელმწიფო მინისტრის მეთაურობით, პარლამენტისთვის შუალედურ მთავრობად აღიქმება. მან თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს მანამ, სანამ დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკები ძალებს იკრებენ. მთავრობის გადაყენება ძნელი ამოცანა არ არის, ოღონდ საამისოდ აუცილებელია ერთი პირობა – ახალი უმრავლესობა. ძალთა გადაჯგუფების ის პროცესი, რომელიც შარშან უმრავლესობის დაშლით დაიწყო, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. შესაბამისად, ამჟამინდელი მთავრობაც, თავისი სახელმწიფო მინისტრითურთ, ჯერჯერობით მისაღებია პარლამენტისთვის.
აღსანიშნავია, რომ თუ სახელმწიფო კაცელარიის ერთგული ფრაქციები – “მოქალაქეთა კავშირი”, “ალიანსი”, “თანადგომა” და “სოციალისტები” – სხვა ფრაქციების მიმხრობას შეძლებენ და უმრავლესობას ჩამოაყალიბებენ, მთავრობის დღევანდელი შემადგენლობა სერიოზულ ცვლილებებს ვერ გადაურჩება. მით უმეტეს ბევრი სიახლეა მოსალოდნელი იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობის ჩამოყალიბებას ჟვანია-გამყრელიძის არაოფიციალური კოალიცია შეძლებს. დაპირისპირებული მხარეები გადამწყვეტ უპირატესობას ვერ აღწევენ იმის გამო, რომ “აღორძინების” დეპუტაცია ორივე ბანაკს ემიჯნება.
მეორე მხრივ, თუ ძალთა დღევანდელი განლაგება არ შეიცვლება, საფიქრებელია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მთავრობაც უცვლელად შენარჩუნდება. თუმცა ორივე ბანაკი შეეცდება, სწორედ არჩევნებამდე აიღოს ხელში აღმასრულებელი ბერკეტები. არ არის გასაკვირი, რომ, პრესაში გავრცელებული ვერსიის თანახმად, პრეზიდენტს ჟვანია-გამყრელიძის კოალიცია, სტრატეგიული პარტნიორობის სანაცვლოდ, დედაქალაქის მერის, სახელმწიფო მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტებს სთხოვდა. პრეზიდენტმა საკადრო ცვლილებები ადვილად აიცილა თავიდან, რადგან ორივე პოლიტიკური ბანაკი ჯერ კიდევ სუსტია და ვერც ერთი მათგანი 118 ხმას ვერ აკონტროლებს. როგორც კი ახალი უმრავლესობა გაჩნდება, მაშინვე გამწვავდება მთავრობის კრიტიკა და საკადრო ცვლილებებიც დღის წესრიგში დადგება. მანამდე კი ბიუჯეტის შესრულება-შეუსრულებლობა პოლიტიკური პროცესის განვითარებაში არსებითად ვერაფერს შეცვლის.