ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა
საქართველომ, რომელიც 1999 წლის აპრილში ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა,
ივალდებულა, რომ თავის პენიტენციურ სისტემას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრებს. მას შემდეგ საქართველოს არაერთხელ შეახსენეს, რომ მას დაპირების შესრულება ჰმართებს
ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ჟან-კრისტოფ პეკმა საქართველოში ყოფნისას შეისწავლა პენიტენციურ სისტემაში რეფორმების შეფერხების მიზეზები, და მართლაც ბევრის თქმით, ამის მიზეზი სახსრების უკმარისობაა, მან სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც აღმოაჩინა. თუმცა სიტყვა "აღმოაჩინა" ამ შემთვხვევაში ზუსტი არ არის. ეს მიზეზები საქართველოში არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს.
ძალადობა რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ, ჟურნალისტების დევნა-შევიწროება, პოლიციის მიერ პატიმრების წამება და დრომოჭმული სისხლის სამართლის პროცედურა – ყოველივე ამაზე საუბრობენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორები საქართველოს დემოკრატიიული სისტემის შეფასებისას.
შეშფოთების საგანია, აგრეთვე, საქართველოს 17 პენიტენციურ ობიექტზე ოფიციალურად აღრიცხული 7500 პატიმრის ცხოვრების პირობები. 2001 წლის მაისში "წამების პრევენციისა და არაჰუმანური მოპყრობისა თუ დასჯის ევროპის კომიტეტი" ორკვირანი მისიით საქართველოში იმყოფებოდა. რესპუბლიკას 12 თვის ვადა მისცეს მდგომარეობის გამოსასწორებლად.
მიმდინარე წლის 19 აპრილს მსგავსი მისიით გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები ჩავიდნენ საქართველოში და პატიმრობის პირობების გაუმჯობესებისთვის რესპუბლიკას ასევე 12 თვის ვადა დაუდგინეს.
საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ უკვე მიიღო სათანადო ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელბის თქმით, ამას წინათ ავჭალაში გაიხსნა არასრულწლოვან დამნაშავეთა ახალი კოლონია. ახალი კოლონია შენდება პატიმარი ქალებისთვისაც.
ხელისუფლების სიტყვით, წლეულს სამსახურიდან დაითხოვეს ციხის 150 თანამშრომელი, პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობისთვის. მიმდინარეობს ახალი პერსონალის წრვთნა, რომელიც თანდათან შეცვლის საბჭოთა პერიოდის ზედამხედველებს.
იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც 2000 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პენიტენციური სისტემმს კონტროლი, ირწმუნება, რომ გაიზარდა პატიმრების საკვები რაციონი და გადადგმულია ნაბიჯები ჯანდაცვის პირობების გასაუმჯობესებლად. გაყვანილია საგანგებო სატელეფონო ხაზები პატიმრებისთვის, რათა მათ ჩივილი შეძლონ.
წლეულს შეიქმნა 200 სამუშაო ადგილი პატიმრებისთვის, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შეკვეთით ლიტურგიულ საგნებს ამზადებენ. მარტში საქართველომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან განაახლა ხელშეკრულება, საპატიმროებში ტუბერკულოზთან ბრძოლის შესახებ. კომიტეტის წარმომადგენლების სიტყვით, პროგრამამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები.
მაგრამ თვით ხელისუფლებაც აღიარებს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის რეფორმირებისა და მეთვალყურეობის განყოფილების გამგე გიორგი ჯანაშია ამის მიზეზად უფულობას ასახელებს. მისი თქმით, შარშან ბიუჯეტის სიმცირის გამო სამინისტრო იძულებული იყო, საგანგებო ფონდები დაეხარჯა ავჭალის ბავშვთა კოლონიის მშენებლობის დასამთავრებლად.
პატიმრის კვებაზე დაწესებულია დღეში 80 თეთრი, მაგრამ ჯანაშიას თქმით, ეს თანხა 50 თეთრამდეა შემცირებული, რათა დანაზოგი საპატიმროების ჯანდაცვას მოხმარდეს.
მაგრამ განა ფული ერთადერთი პრობლემაა?
ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტების აზრით, საქართველოს დამსჯელი სისტემის რეფორმირებას სხვა სტრუქტურული ფაქტორებიც აფერხებს
ნანა კაკაბაძე თბილისში მოქმედი ორგანიზაციიდან "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის", ამბობს რომ რეფორმას უპირველეს ყოვლისა კორუფცია უშლის ხელს.
[ნანა კაკაბაძის ხმა] "ეს სხვადასხვა ფორმით ვლინდება. მაგალითად, იზოლატორებში პატიმრებს ზოგჯერ მორიგეობით სძინავთ, რადგან ადგილი ყველას არ ყოფნის. როცა აქ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, იუსტიციის სამინისტრომ ჩვენც მოგვცა პატიმართა მონახულების უფლება. ჩვენ ვნახეთ გადავსებული საკნები, სადაც 28 პატიმრის ნაცვლად 36-37 პატიმარი მოეთავსებინათ. იყო ცარიელი საკნებიც. ჩანდა, რომ თუ პატიმარი მეტს გადაიხდიდა, პირობებიც სხვაზე უკეთესი ექნებოდა."
კრიტიკოსების აზრით, მთავრობას არაფერი მოუმოქმედებია ამ სენის აღმოსაფხვრელად. ჯანაშია იუსტიციის სამინისტროდან ამას არ უარყოფს, მაგრამ, ისევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობა პრობლემას ზედამხედველთა ხელმოკლეობას მიაწერს:
[გიორგი ჯანაშიას ხმა] "კორუფცია ერთი საკითხია; ცხადია, ციხეების სისტემაში კორუფცია არსებობს. უპირველეს ყოვლისა, მინდა ყურადღება იმაზე მიგაქცევინოთ, რომ ხელფასებია ძალიან დაბალი. ვთქვათ, ვინც ყარაულში დგას, ვინც პერიმეტრს დარაჯობს, მას თვეში 70 ლარს უხდიან. მერწმუნეთ, ეს ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ მან სათანადო დონეზე შეასრულოს თავისი მოვალეობა. ძალიან ცოტაა. სხვების ხელფასები კიდევ უფრო ნაკლებია."
კაკაბაძკ უფრო ღრმად სწვდება პრობლემას. ის თვლის, რომ საპატიმროებში აღმოფხვრილი არ არის საბჭოთა კავშირისდროინდელი ე.წ. "კანონიერი ქურდებისა" და კრიმინალური "ავტორიტეტების" თარეში.
მართალია ამის შემოწმება შეუძლებელია, მაგრამ კრიმნალისტების ვარაუდით, საბჭოთა პერიოდში მაშინ როცა "კანონიერი ქურდების" ერთ მესამედს რუსები შეადგენდნენ, კიდევ ერთი მესამედი ქართველებზე მოდიოდა. ნანა კაკაბაძის თქმით, საბჭოთა მმართველობის გაუქმებიდან ათი წლის შემდეგაც, იატაკქვეშა ელიტასა და პენიტენციურ ადმინისტრაციას შორის შემორჩენილი საგანგებო ურთიერთობები ხელს უშლის ამ სისტემის გარდაქმნას.
კაკაბაძის თქმით, ციხეებს მართავენ ქურდები და არა ადმინისტრაცია. ხოლო ადმინისტრაცია არ არის დაინტერესებული ამ სიტუაციის შეცვლით, ვინაიდან ეს სისტემა მისთვის შემოსავლის წყაროა.
გიორგი ჯანაშიას იუსტიციის სამინისტროდან მიაჩნია, რომ საქმეს არსებული კოლონიების ციხეებით შეცვლა უშველის, ვინაიდან ციხის ზედამხედველობა უფრო ადვილია, ვიდრე 20-25 ჰექტარ ტერიტორიაზე გადაჭიმული კოლონიისა.
ნანა კაკაბაძე კიდევ ერთ საბჭოთა გადმონაშთზე მიუთითებს. იუსტიციის სამინისტროს თითქმის ყველა კადრი გენერალური პროკურატურიდან არის მოსული, მაშინ როცა ევროპის საბჭო დამსჯელ სისტემაზე პროკურატურის გავლენის შესუსტებას მოითხოვს.