პოლიტიკური ორგანიზაცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ედუარდ შევარდნაძეს რუსეთის მიმართ კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.

სააკაშვილის განცხადებით, ამის დასტურია საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შაბათს, კიშინოვში გაფორმებული “ცალმხრივი” შეთანხმება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა თქვა, რომ შეთანხმების ის პუნქტი, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ერთობლივ პატრულირებას ეხება, პრაქტიკულად საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედროების შესვლასა და სამხედრო ოპერაციების ჩატარებას ნიშნავს. სააკაშვილმა დასძინა, რომ რუსეთის მოთხოვნით საქართველომ დაიწყო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა თბილისში ჩეჩნეთის წარმომადგენლობის წინააღმდეგ; მაშინ, როცა მოსკოვში აფხაზეთის წარმომადგენლობის დახურვაზე კიშინოვში საუბარიც არ ყოფილა.