გაეროს განიარაღების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ არ განაახლებენ ერაყში საქმიანობას, ვიდრე უშიშროების საბჭო არ გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა ბაღდადის საკითხზე ახალი რეზოლუცია.
ეს რეზოლუცია გაეროს კომისიის წევრებს, უწინდელთან შედარებით, უფრო ფართო უფლებამოსილებას მიანიჭებდა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ჰანს ბლიქსმა და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამედ ელ ბარადეიმ ხუთშაბათს აღნიშნეს, მათ სურთ, ერაყში განიარაღების სპეციალისტები მიავლინონ, მაგრამ ამის გაკეთებას მიზანშეუწონლად მიიჩნევენ, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭოში ამ საკითხზე უთანხმოება სუფევს.
ჰანს ბლიქსმა იმედი გამოთქვა, რომ უშიშროების საბჭო მალე მიიღებს გადაწყვეტილებას და ინსპექციის ჩატარების წესები ერაყში კომისიის წევრთა ჩასვლამდე შეიცვლება.
[ჰანს ბლიქსის ხმა] “ძალიან ცუდი იქნება, თუ ახალმა მანდატმა, ახალი, შეცვლილი დირექტივებით, შუა ინსპექციებში მოგვისწრო. გაცილებით უკეთესია, ეს ცვლილებები თავიდანვე ხელთ გვექნა. ჩემი შთაბიჭდილებით, ამ საკითხზე მოლაპარაკება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს.”
ჰანს ბლიქსი და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი მოჰამედ ელ ბარადეი პარასკევს ვაშინგტონში გაემგზავრნენ. მათი ვიზიტის პროგრამაშია შეხვედრები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან და საერთაშორისო პოლიტიკის დარგში პრეზიდენტის მრჩეველთან კონდოლიზა რაისთან. “იმედი გვაქვს, რომ მათგან შევიტყობთ, რას აპირებენ; ჩვენ კი ჩვენი გეგმების შესახებ მოვახსენებთო”, უთხრა ჰანს ბლიქსმა ჟურნალისტებს.
ვაშინგტონი აცხადებს, რომ ახალი მანდატი (და, შესაბამისად, გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუცია) აუცილებელია იმისთვის, რათა მართლაც შესაძლებელი გახდეს ერაყის განიარაღება. მაგრამ უშიშროების საბჭოს ზოგიერთი სხვა წევრის, პირველ რიგში კი რუსეთის აზრით, ახალი რეზოლუცია საჭირო არ არის და იგი მხოლოდ გააჭიანურებს ინსპექტორთა მუშაობის დაწყებას.
ცხადია, ამასვე ფიქრობს თვით ბაღდადიც, რომელმაც საკუთარი პოზიცია გაეროში თავისი ელჩის, მოჰამედ ალ-დურის პირით გამოხატა:
[მოჰამედ ალ-დურის ხმა] “ჩვენი აზრით, უკვე საკმარისად მოგვეპოვება რეზოლუციები; და, სამართლებრივი თვალსაზრისით, ყველას გვაქვს ვალდებულებები: ერაყსაც, გაეროს უშიშრეობის საბჭოსაც და გაეროს წევრებსაც. ამდენად, ჩვენ ვალდებული ვართ, ეს რეზოლუციები განვახორციელოთ, თუ რაიმე გვაქვს განსახორციელებელი.”
ამასობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა გაეროზე, მხარი დაუჭიროს მას სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ბუშის თქმით, გაერომ ახლა თავისი სიმტკიცე უნდა გამოავლინოს, ხოლო სადამ ჰუსეინმა უნდა გვიჩვენოს, რომ დადებულ პირობას ასრულებს. “თუ მათგან არც ერთი არ იმოქმედებს, შეერთებული შტატები სათავეში ჩაუდგება კოალიციას, რათა მსოფლიოს ყველაზე საშიში იარაღი წაართვას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ლიდერსო”, განაცხადა ჯორჯ ბუშმა.