ისრაელში გაძლიერებულ იქნა უსაფრთხოების ზომები.

ისრაელში გაძლიერებულ იქნა უსაფრთხოების ზომები. ხვალ სრულდება ორი წელი პალესტინელთა აჯანყების – ინტიფადის დაწყებიდან.
ისრაელში გაძლიერებულ იქნა უსაფრთხოების ზომები. ხვალ სრულდება ორი წელი პალესტინელთა აჯანყების – ინტიფადის დაწყებიდან.
ისრაელის უდიდესი ქალაქების ქუჩებში – ტერაქტების თავიდან აცილების მიზნით – პოლიციისა და არმიის დამატებითი შენაერთები გამოიყვანეს. გაძლიერებულ იქნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა. გაზეთ “ჯერუზალემ პოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განაცხადა, რომ ტერორის აღსაკვეთად მისი ქვეყანა იძულებულია, ჯარის ნაწილები იმ რაიონებშიც იყოლიოს, რომლებიც, წესით, პალესტინელთა თვითმმართველობის კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. რამდენიმე არაბულ ქვეყანაში გაიმართა დემონსტრაციები პალესტინელთა მხარდასაჭერად.