ოთხშაბათს, სტრასბურგში, გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სესია, რომლის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახლდათ საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო ხანს
დაძაბული ურთიერთობა; კერძოდ, რუსეთის მუქარა საქართველოში პრევენციული სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ.
“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უარყოფს რუსეთის უფლებას, თავდაცვის მიზნით, პრევენციული ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატაროს საქართველოს ტერიტორიაზე”. ასეთი დასკვნაა გაკეთებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოთხშაბათის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში.
სტრასბურგში მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ “გაეროს ქარტიის 51-ე მუხლი, უშიშროების საბჭოს 1999 წლის რეზოლუცია ნომერი 1269 და 2001 წლის რეზოლუცია ნომერი 1368 უფლებას არ ანიჭებს რუსეთს ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალა გამოიყენოს.”
საპარლამენტო ასამბლეის პოზიციის მიმართ მკვეთრი უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა დმიტრი როგოზინმა. მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ტერორიზმს. გარდა ამისა, რუსმა პარლამენტარმა გაკვირვება გამოთქვა რეზოლუციის კილოს გამო, რადგან, მისი განცხადებით, არსებობს მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, რომელიც ძალის გამოყენება-არგამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს: ეს ორგანიზაცია გაეროს უშიშროების საბჭოა.
ვიდრე დმიტრი როგოზინის გამოსვლის ნაწყვეტებს მოგასმენინებდეთ, მოკლედ შევჩერდებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის ზურაბ ჟვანიას გამოსვლაზე.
თავისი გამოსვლა ჟვანიამ საქართველოს მისამართით რუსეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენელთა გახმაურებული განცხადებების მიმოხილვით დაიწყო და გამოთქვა საქართველოს მოსახლეობის შეშფოთება რუსეთის მხრიდან სამხედრო მუქარის გამო. შემდეგ ჟვანიამ ასე მიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე შეკრებილებს:
[ზურაბ ჟვანიას ხმა] ”თქვენ მრავალ არგუმენტს მოისმენთ ჩვენი რუსი კოლეგებისგან. ისინი შეეცდებიან, გაამართლონ, რატომ შეუძლია რუსეთს, ხელყოს საერთაშორისო სამართლისა და ამ ორგანიზაციას ყველა მთავარი პრინციპი და დაიწყოს საქართველოს წინააღმდეგ ცალმხრივი აქცია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი, საქართველოს პერსპექტივიდან, ამ არგუმენტებიდან ერთიც კი არ დგას სინამდვილესთან ახლოს. ამიტომ საქართველო გადაჭრით ემხრობა ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნის გეგმას, რომელიც ევროპის საბჭოს შესაძლებლობას მისცემს, ობიექტური ინფორმაცია მოიპოვოს.”
ახლა კი, დაპირებისამებრ, ორი ნაწყვეტი რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის დმიტრი როგოზინის გამოსვლიდან.
[დმიტრი როგოზინის ხმა] ”პირველი, რაც მინდა ვთქვა: რასაკვირველია, საწყენია, რომ არ შეიძლება სასამართლოში ჩივილი ჩემი ქართველი კოლეგებისა და ზოგიერთი სხვა კოლეგის წინააღმდეგ, რუსეთის სახელმწიფოს პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისთვის. მეორე მხრივ, არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომლის ცნობა და დაცვა ყველას ევალება.”
[დმიტრი როგოზინის ხმა] ”არსებობს თუ არა კავშირი საქართველოს ლიდერს, შევარდნაძესა და ტერორისტებს შორის? არსებობს და თან უშუალო კავშირი. არსებობს მისი დაუფარავი, გულახდილი ინტერვიუები, რომლებშიც ის ზოგიერთ ჩეჩენ ტერორისტს წესიერ, ინტელიგენტ ადამიანებად მოიხსენიებს. კარგი, აქნებ ბატონ შევარდნაძეს, ასაკის გამო, რაღაც-რაღაცები აღარ ესმის, მაგრამ თქვენ, კოლეგებო, თქვენ ხომ ახალგაზრდები ხართ, ახალგაზრდა ქართველები... თავებიც თითქოს მყარად უნდა გედგათ მხრებზე. მაშ თქვენ რატომღა გვიბნევთ თავ-გზას?”
ამ სიტყვების შემდეგ ალბათ ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ რეზოლუციის პროექტით რუსეთის დელეგაცია აშკარად უკმაყოფილო დარჩა. მისმა ხელმძღვანელმა დელეგატებს დოკუმენტის ტექსტში შვიდი ცვლილების შეტანა შესთავაზა. მაგრამ კენჭისყრის შედეგად სხდომის მონაწილეებმა შვიდივე შესწორება უკუაგდეს. ასე რომ, კენჭისყრა შვიდივეჯერ სხდომის თავმჯდომარის შემდეგი სიტყვებით დასრულდა: ”ხმის მიცემა დასრულებულია. ცვლილება არ არის მიღებული.”
დმიტრი როგოზინის გამოსვლას მოჰყვა საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მოხსენების ავტორის, კრისტა ლიორხერის გამოსვლა, რომელიც როგოზინის გამოსვლაზე კომენტარით დაიწყო:
[კრისტა ლიორხერის ხმა] ”ტერორისტები არიან რუსეთში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. სამწუხაროდ, გაირკვა, რომ არიან ჰამბურგშიც, გერმანიაში. მაგრამ, ვფიქრობ, ეს არ ამართლებს სამხედრო ზომების მიღებას. არსებობს ზღვარი სამხედრო ძალებსა და პოლიციას შორის და დანაშაულები სამართლებრივი მეთოდებით უნდა ისჯებოდეს.”
ახლა კი მოისმინეთ, რა გვითხრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის დამთავრებისთანავე ზურაბ ჟვანიამ. მას სტრასბურგში დავით კაკაბაძემ დაურეკა.
[სატელეფონო ინტერვიუ ზურაბ ჟვანიასთან]
იხ. აუდიოვერსია