18 სექტემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქის მახლობლად, სანგაჩალის ნავთობტერმინალზე, გაიმართა ცერემონია, რომელმაც ოფიციალურად ჩაუყარა საფუძველი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო
მილსადენის მშენებლობის დაწყებას. ამრიგად, დასრულდა “საუკუნის პროექტად” წოდებული ამ მშენებლობის რვაწლიანი მოსამზადებელი პერიოდი და ახლა უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: სკეპტიკოსთა პროგნოზი არ გამართლდა და 1760-კილომეტრიანი მილსადენით დაახლოებით ორწელიწადნახევარში კასპიის ნავთობი ევროპის ბაზრებს მიეწოდება.
მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ჰეიდარ ალიევმა, აჰმეტ ნეჯდეთ სეზერმა და ედუარდ შევარდნაძემ. მათთან ერთად ცერემონიას ესწრებოდა შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრი სპენსერ აბრაჰამი, რომელმაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს “ენერგეტიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი” უწოდა.
ეს რომ მართლაც ასეა, სამი ქვეყნის პრეზიდენტებმაც დაადასტურეს. ჰეიდარ ალიევის თქმით, პროექტის განხორციელება რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამკვიდრების გარანტია იქნება და კიდევ უფრო დაუახლოვებს ერთმანეთს სამ მეზობელ ქვეყანას, სამ ხალხს.
ალიევის ეს მოსაზრება თურქეთის პრეზიდენტმაც გაიზიარა. [აჰმეტ ნეჯდეთ სეზერის ხმა] “ნავთობსადენების პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებას, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკურ წინსვლას, ამ ქვეყნებში ცხოვრების დონის ამაღლებასა და დემოკრატიის დამკვიდრებას და, აქედან გამომდინარე, მშვიდობის დამყარებას რეგიონსა და მთელს მსოფლიოში.”
აჰმეტ ნეჯდეთ სეზერის შემდეგ სიტყვა წარმოთქვა ედუარდ შევარდნაძემ: [ედუარდ შევარდნაძის ხმა] “იმას, რაც დღეს აქ ხდება, ჩვენი შემდგომი მრავალი თაობა სიამაყისა და მადლიერების გრძნობით გაიხსენებს. 21-ე საუკუნე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენის მშენებლობით დაიწყო და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ის უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე საქართველოს უდიდესი მონაპოვარია.”
თავის სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ის წვლილი, რომელიც პროექტის განხორციელებაში შეერთებულმა შტატებმა შეიტანა. ხოლო აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა სპენსერ აბრაჰამმა დამსწრეთ წაუკითხა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის წერილი, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მნიშვნელობას ვაშინგტონისთვის.