მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული პარტია და კოალიციაში ”ერთად მაკედონიისათვის” შემავალი დანარჩენი პარტიები ახალი მთავრობის შესაქმნელად ემზადებიან

მას შემდეგ, რაც კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარმა შედეგებმა ამ კოალიციის გამარჯვება გამოავლინა. მას, ამჟამინდელი ინფორმაციით, ხმების 41 პროცენტი ერგო. ხოლო პრემიერ-მინისტრმა ლიუბჩო გეორგიევსკიმ, რომლის ნაციონალისტურმა პარტიამ ხმების 24 პროცენტი მოიპოვა, უკვე აღიარა თავისი დამარცხება. მანვე კმაყოფილება გამოთქვა არჩევნებით: [გეორგიევსკის ხმა]”ჩვენ ვიზიარებთ აზრს, რომ, რაც მაკედონიის რესპუბლიკის საპარლამენტო ცხოვრება გვახსოვს, ეს იყო ყველაზე თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები”. ეთნიკური ალბანელი მეამბოხეების ყოფილი ლიდერის, ალი აჰმეტის პარტიამ კი ხმების 11 პროცენტი მოიპოვა.