ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ გამოაცხადა, რომ უახლოეს მომავალში აპირებს, პარლამენტს სთხოვოს, დაეხმაროს მას თავისი საპრეზიდენტო ძალაუფლების განმტკიცების საქმეში,
რაც შესაძლებელს გახდიდა ქვეყანაში უფრო ლიბერალური პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას. პარლამენტის მხარდაჭერა ხათამის, შეიძლება ითქვას, გარანტირებული აქვს, რადგან მასში რეფორმისტები დომინირებენ, მაგრამ მთავარი ბრძოლა პრეზიდენტს მერე ელის: ბრძოლა ხელისუფლების კონსერვატულ სტრუქტურებთან, რომლებიც, ეჭვი არავის ეპარება, დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ ქვეყნის ლიბერალიზაციისკენ მიმართულ ნებისმიერ ცვლილებას.
პრეზიდენტ ხათამის უწინაც არაერთხელ დაუჩივლია, რომ მისი ძალაუფლება არ კმარა იმისთვის, რათა დაძლიოს კონსერვატორთა წინააღმდეგობა და განახორციელოს ირანისითვის ესოდენ აუცილებელი რეფორმები. გასულ კვირაში, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩივილს უფრო გადამჭრელი ზომების გატარების მოთხოვნაც დაერთო: თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე ხათამიმ განაცხადა, რომ ირანის პარლამენტს მალე შესთავაზებს კანონპროექტს, რომელიც მას საშუალებას მისცემს, პრეზიდენტად არჩევისას გამოთქმული დაპირებები შეასრულოს.
[მოჰამად ხათამის ხმა] “ვაცხადებ, რომ მხოლოდ ის მინდა, რაც კონსტიტუციაში გვიწერია. არ შეიძლება, დემოკრატიაზე ლაპარაკობდე და, ამავე დროს, არ ზრუნავდე მისი დამკვიდრებისთვის პირობების შესაქმნელად. ხალხს უფლება უნდა ჰქონდეს, შეცვალოს თავისი მთავრობა – ცხადია, ძალის გამოუყენებლად – თუ ეს მთავრობა არ მოსწონს. ეს დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია.”
მოჰამად ხათამი ირანის პრეზიდენტად უკვე ორჯერ აირჩიეს, და იგი ორივეჯერ დაპირდა ამომრჩეველს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვან პოლიტიკურსა და სოციალურ რეფორმებს გაატარებდა. თავიდან მან მართლაც მიაღწია გარკვეულ წარმატებას (განსაკუთრებით სიტყვის თავისუფლების სფეროში), მაგრამ თანდათან სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას წააწყდა კონსერვატორების მხრიდან, რომლებმაც კარგად გამოიყენეს საკუთარი გავლენა სასამართლო სისტემაში და ერთიმეორის მიყოლებით დახურეს ლიბერალური ჟურნალ-გაზეთები, დააპატიმრეს რეფორმისტი რედაქტორები და გამომცემლები, საზოგადო მოღვაწეები და ინტელექტუალები.
ხათამის განცხადებით, მან არაერთხელ სცადა სასამართლო ხელისუფლებაზე ზეგავლენა მოეხდინა, მაგრამ ამაოდ. როგორც რადიო “თავისუფლების” სპარსული სამსახურის კორესპონდენტი მოჰამად ხალაჯი ამბობს, ხათამი ახლა ცდილობს, ცვლილებები განახორციელოს ორ სფეროში. მისი პირველი ამოცანაა, განამტკიცოს თავისი ზეგავლენა ყველა სამთავრობო სტრუქტურაზე, რათა ამ სტრუქტურების მოქმედება კონსტიტუციის ჩარჩოებში თავსდებოდეს.
[მოჰამად ხალაჯის ხმა] “იგი აპირებს, პარლამენტს სთხოვოს, შეიმუშავოს მექანიზმები საიმისოდ, რათა პრეზიდენტმა შეძლოს, განახორციელოს სასამართლო ხელისუფლებასა და სხვა სფეროებზე თავისი ზედამხედველობის უფლება; ანუ უფლება, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. პრეზიდენტის უფლებამოსიფელის საკითხში კონსტიტუცია მეტად ბუნდოვანია, მეტისმეტად ბუნდოვანი, და არ აკონკრეტებს, რა მექანიზმები არსებობს ამ ფუნქციების განსახორციელებლად.”
ჩვენი სპარსელი კოლეგის თქმით, ხათამის წინაშე მდგარი მეორე სერიოზული ამოცანაა კონსერვატორებით დაკომპლექტებული ე.წ. “რევოლუციის გუშაგთა საბჭოს” ძალაუფლების შემცირება. სწორედ ამ საბჭოს ძალისხმევამ ამოშალა საარჩევნო სიებიდან არაერთი რეფორმისტი კანდიდატი.
მოჰამად ხალაჯიც და საქმეში ჩახედული სხვა მიმომხილველებიც დარწმუნებული არიან, რომ პარლამენტი მოიწონებს ხათამის წინადადებებს. მაგრამ ისიც დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მაშინ გუშაგთა საბჭო ვეტოს უფლებას გამოიყენებს და საქმე განსახილველად გადაეცემა “მიზანშეწონილობის საბჭოდ” წოდებულ ორგანოს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ კი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.
აიათოლა ხამენეის ჯერ საჯაროდ არ უთქვამს, როგორ აფასებს ხათამის განზრახვას, მაგრამ პრეზიდენტის მიერ თავისი გეგმის გამოცხადების დღეს ინგლისურენოვანმა გაზეთმა “ირან ნიუსმა” გამოაქვეყნა ირანის სულიერი ლიდერის ნათქვამი, “ხათამის მთავრობას წარმატებას ვუსურვებო”. საკითხავია, აპირებს თუ არა ხამენეი, სიტყვას საქმეც მოაყოლოს.