ედუარდ შევარდნაძეს, რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ყოველთვის უხდებოდა ურთიერთობა როგორც მის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებთან, ისე – ოპოზიციურ პარტიებთან.
ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერები არასოდეს ამბობდნენ უარს ედუარდ შევარდნაძესთან დიალოგზე, რაც არაერთხელ გადაზრდილა ღია და საჯარო თანამშრომლობაში. ამჯერად კი პრეზიდენტს აღარ გამოსდის ოპონენტებთან საუბარი და აღარც საამისო სურვილს ამჟღავნებს. დაპირისპირება ზოგჯერ ნაკლებად მტკივნეულია, ზოგჯერ კი აშკარად ვნებს ქვეყნის ინტერესებს.
გესაუბრებით საქართველოს პრეზიდენტისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჭიდილზე პარლამენტში.
საქართველოსა და რუსეთს შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, ორშაბათს საქართველოს პარლამენტი საგანგებოდ შეიკრიბა და რამდენიმე დოკუმენტი მიიღო. მათ შორის ყველაზე მწვავეა დადგენილება, რომელიც ერთდროულად უცხადებს პროტესტს რუსეთის სამხედრო ბაზებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, სამშვიდობო ძალებს და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრობას. კონსტიტუციის თანახმად, საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს სწორედ ქვეყნის პარლამენტი განსაზღვრავს, ამიტომ, დადგენილება სრულიად უმტკივნეულოდ მოთავსდა როგორც საკონსტიტუციო ფარგლებში, ისე პარლამენტის უფლებამოსილებათა ჩარჩოში.
ამის მიუხედავად, დადგენილების მომზადების პროცესი რთულად წარიმართა, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და საინტერესო შედეგით დასრულდა: კენჭისყრისას ოთხმოცდაერთმა პარლამენტარმა მხარი დაუჭირა დადგენილებას და მის სულისკვეთებას, სამმა ფრაქციამ სხდომათა დარბაზი დატოვა პროტესტის ნიშნად, დარბაზში დარჩენილებს შორის კი სამ ფრაქციას პულტი საერთოდ არ გამოუყენებია – თავი შეიკავა. მხარდამჭერებს შორის, უპირველეს ყოვლისა, ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის საპარლამენტო გუნდები აღმოჩნდნენ. “გაერთიანებული დემოკრატები” არა მხოლოდ მხარდამჭერები, დადგენილების ტექსტის ავტორებიც იყვნენ. დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს ასლან აბაშიძის მომხრე ფრაქციებმა და სოციალისტებმა, ესე იგი, რუსული ორიენტაციის პოლიტიკურმა ძალებმა, ხოლო დარბაზში დარჩნენ და დადგენილებას ხმა არ მისცეს პრეზიდენტის და სახელმწიფო კანცელარიის მხარდამჭერმა ფრაქციებმა.
საბოლოოდ, საკმაოდ რთული სამკუთხედი ჩამოყალიბდა. რაკი დადგენილებას ხმა არ მისცა არც “მოქალაქეთა კავშირმა”, არც “თანადგომამ” და არც “ალიანსმა”, გამოდის, პრეზიდენტს ამ დადგენილების მიღება არ სურდა. მოტივი ორგვარი შეიძლებოდა ყოფილიყო: ან პრეზიდენტი არ აპირებდა, რომ ასეთი მწვავე დადგენილების ავტორობა ოპოზიციისთვის დაეთმო, ან პრეზიდენტსა და მის მომხრეებს დადგენილების ტექსტი არ მოსწონდათ. ორივე შემთხვევაში, ჟვანიასა და სააკაშვილის გუნდები აღმოჩნდნენ ერთდროულად რუსეთის აგრესიისა და ედუარდ შევარდნაძის პირისპირ; ასლან აბაშიძის და ვახტანგ რჩეულიშვილის მხარდამჭერები გამოვიდნენ რუსეთის ინტერესების დამცველებად და, თავისდაუნებურად, აღმოჩნდნენ პრეზიდენტის გვერდით; ხოლო პრეზიდენტის მომხრე ძალებმა დაიცვეს ედუარდ შევარდნაძის ინტერესები და, ამასობაში, უნებურად აღმოჩნდნენ რუსეთის აგრესიის დამცველის როლში.
საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტში ორმაგად დაცული აღმოჩნდა როგორც პრეზიდენტი, ისე რუსეთის ინტერესები. ოღონდ, იმის გამო, რომ დადგენილების მიღებას დაბალი კვორუმი სჭირდებოდა – სულ სამოცდაცხრამეტი ხმა – საბოლოოდ, მოგებული დარჩა ის უმცირესობა, რომელიც პრეზიდენტსაც დაუპირისპირდა და რუსეთის აგრესიასაც.
იმ პირობებში, როდესაც რუსეთის კავკასიური პოლიტიკის ნახევრად გაცხადებული პრიორიტეტია ედუარდ შევარდნაძის ჩამოშორება საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან, ჩვენი ქვეყნის პარლამენტში მართლაც უცნაური რამ მოვლენა ხდება: რუსეთის ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალები და შევარდნაძის ინტერესების დამცველი ფრაქციები ერთიანი პოზიციით გამოდიან. ეს რეალობა მიუთითებს, თითქოს, შევარდნაძისა და რუსეთის ინტერესები ემთხვევა, რაც არაფრით დასტურდება. საფიქრებელია, რომ პარლამენტში ძალთა უცნაური განლაგების მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ.
პროცესი, რომელიც ბოლო ერთი წელიწადის განმავლობაში პარლამენტში განვითარდა – უმრავლესობის დაშლა და საპარლამენტო პოლიტიკური ძალების სრული დანაწევრება, – ქართული სახელისუფლო ლოგიკით, ხელს უნდა აძლევდეს სახელმწიფო კანცელარიას, რადგან გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებაში ინაცვლებს. დაქუცმაცებული პარლამენტი უძლურია მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. თავის მხრივ, კანცელარიასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ პარლამენტში სერიოზული ბერკეტები შეინარჩუნეს და რომ მათი იგნორირება დიდი შეცდომაა.
საბოლოოდ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ორშაბათს პარლამენტში სახელმწიფო კანცელარია სამი ფრაქციის მეშვეობით ებრძოდა პოლიტიკურ ოპოზიციას, თავად ოპოზიცია დადგენილების საფუძველზე ძალის დემონსტრირებას უწყობდა კანცელარიას, “აღორძინება” და “სოციალისტები” კი გააზრებულად იცავდნენ რუსეთის ინტერესებს. თითოეული პარლამენტარი მღელვარებით საუბრობდა საკუთარ სამშობლოსა და მის მტრებზე, თუმცა, საკითხავია, ვინ იცავდა სინამდვილეში საქართველოს ინტერესებს?