პოლიტიკური პროცესის აღწერისას, პოლიტიკოსებიც და ჟურნალისტებიც, ხშირად საუბრობენ წყვილებზე: შევარდნაძე-სააკაშვილი ან ჟვანია-სააკაშვილი.
პირველი წყვილი აშკარად ოპოზიციურია ერთმანეთის მიმართ, მეორე წყვილი კი პრესის ყურადღების ცენტრშია სწორედ იმის გასარკვევად, მათ შორის ინტერესთა თანხვედრა მეტია თუ ინტერესთა კონფლიქტი. თუმცა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესის უფრო სრულ აღწერას მივიღებთ, თუ ვისაუბრებთ არა პოლიტიკურ ტანდემებზე, არამედ – პოლიტიკურ სამკუთხედზე.
პოლიტიკურ სამკუთხედში: შევარდნაძე – ჟვანია – სააკაშვილი, დიდი ხანია, ღერძული განლაგება გამოიკვეთა: შევარდნაძე და სააკაშვილი ერთმანეთის პირისპირ დგანან და პოლიტიკური პროცესის დრამატურგია სწორედ ისე ვითარდება, რომ ხელისუფლებაში ან ერთი უნდა იყოს, ან – მეორე. პრეზიდენტი აცხადებს, რომ იგი მზად არის დაემორჩილოს კონსტიტუციურ ვადებს და 2005 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას ჩამოშორდეს. მიხეილ სააკაშვილი კი ყველა საჯარო გამოსვლაში იმეორებს, რომ შევარდნაძე პოსტს საკუთარი ნებით არ დატოვებს და ყველაფერს მოიმოქმედებს პრეზიდენტობის შესანარჩუნებლად უახლოესი ათი წლის განმავლობაში.
სააკაშვილის განცხადება პირდაპირ გულისხმობს პრეზიდენტის პოსტიდან ედუარდ შევარდნაძის გადაყენების არატრადიციულ გზას, თუკი ტრადიციული გზით, საკონსტიტუციო ვადებით და არჩევნებით შევარდნაძის ჩამოშორება ხელისუფლებისგან შეუძლებელია. ერთი საჯარო გამოსვლისას სააკაშვილმა ამგვარად შეაფასა თბილისის საკრებულოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები: “შევარდნაძემ ენა გამოგვიყო და გვითხრა, რომ საქართველოში არჩევნების გზით არასოდეს არაფერი შეიცვლება.” მთელი ეს რიტორიკა ბუნებრივად გულისხმობს პრეზიდენტის გადაყენებას პოსტიდან საზოგადოებრივი ზეწოლით ან ძალის გამოყენებით, მშვიდობიანი ან არცთუ მშვიდობიანი რევოლუციით.
შევარდნაძის პოზიცია გარკვეულია: იგი სამშობლოს მტერს უწოდებს ყველას, ვისაც არეულობა და ხალხის ქუჩაში გამოყვანა სურს. პრეზიდენტს საკუთარი თავი სტაბილურობის გარანტად მიაჩნია და აცხადებს, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვა.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის დგას ზურაბ ჟვანია, რომელსაც მიმდინარე პოლიტიკური მომენტი აიძულებს მკაფიო არჩევანი გააკეთოს სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის და თავისი პოლიტიკური ხედვით ან ერთი მხარე გააძლიეროს, ან მეორე.
13 აგვისტოს, მოსწავლეთა სასახლეში საჯარო გამოსვლისას, ჟვანიამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამ უნდა მოძებნოს საკუთარ თავში ძალა, რათა დაიცვას საკონსტიტუციო ვადები. სამოქალაქო დაპირისპირება დამღუპველია.
ამგვარი პოზიციით, ზურაბ ჟვანია, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ გაემიჯნა მიხეილ სააკაშვილს და, ნებსით თუ უნებლიეთ, პრეზიდენტის გვერდით აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ჟვანია არ არის რადიკალი და რევოლუციონერი თავისი ბუნებით, რასაც წლების განმავლობაში მისი საქმიანობა ადასტურებს. მეორე მხრივ, შევარდნაძის ძალა სწორედ ისაა, რომ ჟვანია და სააკაშვილი სტრატეგიულ საკითხებში შეთანხმებას ვერასოდეს ახერხებენ.