სომხეთში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ტერ-პეტროსიანი პოსტსაბჭოთა სომხეთის პირველი პრეზიდენტი იყო და ეს თანამდებობა 1991-დან 1998 წლის თებერვლამდე ეკავა, ვიდრე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი რობერტ ქოჩარიანი და მისი კაბინეტის რამდენიმე გავლენიანი წევრი მას აიძულებდნენ, გადამდგარიყო. რამდენად საფუძვლიანია გავრცელებული ხმები დიდ პოლიტიკაში ტერ-პეტროსიანის დაბრუნების შესახებ?
თუ ლევონ ტერ-პეტროსიანის მრჩევლებსა და მასთან დაახლოებულ პირებს დავუჯერებთ, ყოფილი პრეზიდენტი ახლა ცდილობს, დაადგინოს, რამდენად პოპულარულია იგი სომხეთის მოსახლეობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტერ-პეტროსიანს სურს გაიგოს, საკმარისია თუ არა მისი პოპულარობის რეიტინგი საიმისოდ, რათა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატების იმედი ჰქონდეს.
ზოგიერთი მიმომხილველის მტკიცებით, ტერ-პეტროსიანმა უკვე დაიწყო რეალურად ზრუნვა პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ ფართო ოპოზიციური კოალიციის შექმნაზე. რადიო “თავისუფლებისთვის” მოცემულ ინტერვიუში ამ საკითხზე ისაუბრა ტერ-პეტროსიანის ყოფილმა პრესმდივანმა ლევონ ზურაბიანმა. თუმცა, მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენება ტერ-პეტროსიანს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდეს:
[ზურაბიანის ხმა] “არჩევნებში მონაწილეობის საკითხში მას ჯერ არ მიუღია პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების ალბათობა უნდა გამოირიცხოს.”
ტერ-პეტროსიანის თანამოაზრეთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ექს-პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოაყენებს თავის კანდიდატურას, თუ მოახერხებს, მოიპოვოს სომხეთის ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციათა უმრავლესობის მხარდაჭერა.
ასეა თუ ისე, ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ასპარეზზე ტერ-პეტროსიანის დაბრუნებას (თუ ის მართლაც შედგა) სომხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვება. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მისი პოზიცია სომხეთისთვის ყველაზე საჭირბოროტო, მთიანი ყარაბაღის საკითხში მკვეთრად განსხვავდება ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციისგან: ქოჩარიანთან შედარებით, ტერ-პეტროსიანის შეხედულებები გაცილებით უფრო ზომიერი და კომპრომისულია. ეს კარგად გამოჩნდა 1997 წლის სექტემბერში, როცა ტერ-პეტროსიანმა მიიღო საერთაშორისო შუამავალთა მიერ შემუშავებული გეგმა ყარაბაღის კონფლიქტის ეტაპობრივი მოგვარების შესახებ. მაშინ ამ გეგმის წინააღმდეგ გაილაშქრეს პრემიერ-მინისტრმა რობერტ ქოჩარიანმა და თავდაცვის მინისტრმა ვაზგენ სარქისიანმა, რომელთათვისაც ეტაპობრივი გეგმა მეტისმეტად რისკიანი ჩანდა. გარდა ამისა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ სომხეთის ეკონომიკური ჩამორჩენილობის უმთავრესი მიზეზი მთიანი ყარაბაღის პრობლემა არ არის.
არადა, ტერ-პეტროსიანი და მისი მომხრეები სწორედ ყარაბაღს მიიჩნევენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარ შემაფერხებლად. და, მათი განცხადებით, ბოლო ოთხმა წელმა ამ მოსაზრების სისწორე დაადასტურა. საკითხავი ის არის, მოახერხებს თუ არა “ტერ-პეტროსიანი და კომპანია”, ამაში სომხეთის მოსახლეობაც დააჯეროს.
რადიო “თავისუფლების” ერევნელ კორესპონდენტთან ემილ დანიელიანთან ინტერვიუში ტერ-პეტროსიანის ყოფილმა პრესმდივანმა ლევონ ზურაბიანმა ამ საკითხზე საკმაოდ ფრთხილად ისაუბრა: [ზურაბიანის ხმა] “ჩემი აზრით, საზოგადოებამ, ან, ყოველ შემთხვევაში, მისმა ნაწილმა მაინც, დაიწყო ტერ-პეტროსიანის მიერ შეთავაზებული პოლიტიკური ნაბიჯების ხელახლა შეფასება. მაგრამ ახლა ძნელია იმის თქმა, რამდენად ღრმად განვითარდება ეს პროცესი.”
არანაკლებ ძნელია იმის თქმაც, საერთოდ, როგორ არის განწყობილი სომხეთის მოსახლეობა ექს-პრეზიდენტისადმი. გადადგომის შემდეგ ტერ-პეტროსიანი იშვიათად თუ ჩნდება საზოგადოებაში და პრესასთან კონტაქტსაც აშკარად თავს არიდებს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო.