პარლამენტის საგაზაფხულო სესია ისე დასრულდა, რომ პოლიტიკურ ძალთა ახალი განლაგების კონტურები უკვე გამოიკვეთა, თუმცა პროცესი ჯერ არ დასრულებულა. რა ფუნქციას ასრულებს დღეს
პარლამენტი ქვეყნის ცხოვრებაში და რა რესურსი აქვს მას სამომავლოდ? - შევეცდებით პასუხი გავცეთ ამ კითხვებს.
1992 წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტი ისეთი დანაწევრებული არასოდეს ყოფილა, როგორიც დღეს. ამ ვითარებას ბევრი პოლიტიკოსი და პოლიტიკის ექსპერტი წინასწარმეტყველებდა. ვიდრე პრეზიდენტი მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტს დატოვებდა, პრესაში ხშირად ქვეყნდებოდა მოსაზრება, რომ თუ ედუარდ შევარდნაძე პარტიას გაემიჯნებოდა, საპარლამენტო უმრავლესობაც მეყსეულად დაიშლებოდა. ასე რომ, ის პროცესი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში ვითარდება, პროგნოზირებისათვის არ იყო ძნელი.
როგორია დღეს ძალთა განლაგება და ვისთვის არის იგი ხელსაყრელი? პარლამენტში სამი დიდი დაჯგუფებაა: პრეზიდენტის მომხრეები, პრეზიდენტის ოპონენტები და “აღორძინება”, რომელიც გადაწყვეტილებებს მხოლოდ პარტიის ლიდერს, ასლან აბაშიძეს უთანხმებს. შესაბამისად, “აღორძინებას” შეუძლია ხან ერთი ბანაკი გააძლიეროს, ხან კი მეორე. სამ დიდ ჯგუფს მიღმა არსებობს კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მკვიდრად არც ერთ ბანაკს არ მიეკუთვნება – “ახალი მემარჯვენეების” ფრაქცია. ამგვარად დანაწევრებული პარლამენტის თავისებურება ის არის, რომ იგი შრომისუუნაროა და განსაკუთრებით უჭირს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. არც ერთ ბანაკს არ გააჩნია უმრავლესობა – 118 ხმა.
რაკი პარლამენტის დღევანდელ ფრაგმენტაციას საფუძველი ედუარდ შევარდნაძემ ჩაუყარა თავისი გადადგომით მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტიდან, უნდა ვიფიქროთ, რომ მას ხელს სწორედ ასეთი – უუნარო და დახლეჩილი პარლამენტი აძლევს. ლოგიკა მარტივია: შევარდნაძის შემდგომი პერიოდისთვის მზადება ახალგაზრდა თაობის პოლიტიკოსებს მოქმედებისკენ უბიძგებს. პრეზიდენტს კი, ალბათ, სურს მათი მოქმედება შესაძლებლობის ფარგლებში აკონტროლოს. კონტროლის ერთ-ერთი ბერკეტია პარლამენტში ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც შეუძლებელია სერიოზული ცვლილებების განხორციელება – როგორც კოდექსებში და ორგანულ კანონებში, ისე კონსტიტუციაში. ყველაზე მოკლე გზა ახალგაზრდების ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესაჩერებლად სწორედ პარლამენტის დაქუცმაცება იყო. ხოლო ის კანონმდებლობა, რომელიც ამჟამად არსებობს, ცხადია, პრეზიდენტის ხელმოწერილია და მისთვის სავსებით ხელსაყრელიც არის.
ამ ვითარებაში, პარლამენტი მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელიწადში ვერც ერთ არსებით ცვლილებას ვერ მიიღებს. საუბარი მინისტრთა კაბინეტზე, ან ქვეყნის საპარლამენტო მოწყობაზე, თუნდაც ძალოვანი უწყებების რეფორმირებაზე – მხოლოდ საუბრად დარჩება და კანონმდებლობის დონეზეც ვერ განხორციელდება. ეს არის იმ პროცესის არსი, რომელიც ბოლო ერთი წელია პარლამენტში მიმდინარეობს და მომავალი ერთი წლის საქმიანობის შინაარსს - ანუ უშინაარსობას - არსებითად განსაზღვრავს.