რუსეთი ირანს არ თვლის იმ

რუსეთი ირანს არ თვლის იმ სახელმწიფოდ,
რუსეთი ირანს არ თვლის იმ სახელმწიფოდ,
რომელიც ტერორიზმს ემხრობა და გამოდის ამ ქვეყნის იმ სახელმწიფოთა სიაში შეტანის წინააღმდეგ, რომლებიც მსოფლიოში სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან.
ამის შესახებ ირანში განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვიაჩესლავ ტრუბნიკოვმა.
მისი თქმით, ირანმა ანტიტერორისტულ ოპერაციაში დადებითი როლი შეასრულა.
ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ელმარ ბროკმა თქვა, რომ ევროპის კავშირი არ იზიარებს ვაშინგტონის პოზიციას ირანისადმი.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის აზრით, ირანი ბოროტების ღერძს მიეკუთვნება სხვა ქვეყნებთან ეროთად.