პალესტინელთა უფლებადამცავმა ორგანიზაციამ ისრაელის უზენაეს

პალესტინელთა უფლებადამცავმა ორგანიზაციამ ისრაელის უზენაეს სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომ გაუქმებულ იქნეს გადაწყვეტილება,
პალესტინელთა უფლებადამცავმა ორგანიზაციამ ისრაელის უზენაეს სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომ გაუქმებულ იქნეს გადაწყვეტილება,
თვითმკვლელ ტერორისტთა ნათესავების მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან ღაზის სექტორში დეპორტაციის შესახებ. ორგანიზაცია ”სამართლებრივი საზოგადოების” ხელმძღვანელმა ჰეიდერ შკირატიმ განაცხადა, რომ სარჩელი პარასკევს იქნა შეტანილი მას შემდეგ, რაც ისრაელის ხელისუფლებამ 21 პალესტინელი დააპატიმრა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და გადაწყვიტა ღაზის სექტორში ჩაიყვანოს ისინი. ადრე, ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ელიაქიმ რუბინშტეინმა განაცხადა, რომ მხოლოდ ის პირები იქნებიან დეპორტირებული, რომელთა მონაწილეობა ტერაქტებში, დადასტურდება. გაერომ, შეერთებულმა შტატებმა და უფლებადამცავმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგმეს ისრაელის ეს გადაწყვეტილება.