კოსოვოში 1998-99 წლების ომში ჩადენილი

კოსოვოში 1998-99 წლების ომში ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის სასამართლომ, სერბიის ქალაქ პროკუპიეში,
კოსოვოში 1998-99 წლების ომში ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის სასამართლომ, სერბიის ქალაქ პროკუპიეში,
რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა დღეს იუგოსლავიის შეიარაღებული ძალების ყოფილ ჯარისკაცს ივან ნიკოლიჩს. როგორც მოსამართლე დრაგან ტაჩიჩმა განაცხადა, ნიკოლიჩმა 2 ეთნიკური ალბანელი მოკლა 1999 წლის მაისში, რითაც უხეშად დაარღვია ომის პერიოდში მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი მოპყრობის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმები. ეს იყო პირველი სასამართლო პროცესი სერბიაში, როცა საქმე კოსოვოში ჩადენილ სამხედრო დანაშაულს ეხებოდა.