ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესის ეპიცენტრად თბილისის საკრებულო გადაიქცა:
ოპოზიცია გაერთიანდა და სახელისუფლო პარტია - მოქალაქეთა კავშირი - უმცირესობაში დატოვა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ასლან აბაშიძე იმედოვნებდა, რომ თბილისის საკრებულოში მიღწეულ შედეგს ერთი წლის შემდეგ - 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმეორებდა. ზუსტად ასეთი მოლოდინი არსებობს ახლად არჩეული საკრებულოს მიმართაც: თუ რომელიმე პარტია ან პარტიათა კოალიცია თავს გამოიჩენს საკრებულოში საქმიანობით, სწორედ ის პოლიტიკური ძალა მიიღებს სხვებზე მეტ მხარდაჭერას 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
გესაუბრებით თბილისის საკრებულოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პერსპექტივაზე.
დედაქალაქის საკრებულოში პოლიტიკური პროცესი, ალბათ, გაცილებით საინტერესოდ განვითარდება, ვიდრე, თუნდაც, პარლამენტში. დღესვე უეჭველია, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს ნაციონალური მოძრაობისა და ლეიბორისტების ურთიერთობა. 2 ივნისის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა და შალვა ნათელაშვილმა ერთმანეთს ამომრჩეველთა ხმები გაუყვეს - მათი პარტიები, მეტწილად, ერთი და იმავე ელექტორატის მიმხრობას ცდილობდნენ. ამ მხრივ, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არაფერი შეიცვლება - ნაციონალური მოძრაობა და ლეიბორისტული პარტია ერთმანეთის მთავარ კონკურენტებად დარჩებიან. ამიტომ საკრებულო ორივე პოლიტიკური ძალისთვის ის ასპარეზია, რომელიც მოამზადებს და მნიშვნელოვნად განაპირობებს მათ შედეგებს საპარლამენტო არჩევნებში.
უეჭველია, რომ შალვა ნათელაშვილს შეეძლო გამხდარიყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, რაც მან არ ისურვა. ლეიბორისტების ლიდერმა ჩრდილში დარჩენა ამჯობინა და გადაწყვიტა, რომ ამ გზით უკეთ შეინარჩუნებს მომავალ არჩევნებში წარმატების შანსს. ამ პარადოქსს ადვილად მოვუძებნით ახსნას, თუ გავიხსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტია მეტისმეტად სუსტია, როგორც პოლიტიკური ორგანიზმი. წინა საკრებულოში ლეიბორისტებმა 12 მანდატი მიიღეს, ფრაქციის შექმნისთვის კი სულ სამი წევრია საჭირო. იმის შემდეგ, რაც ლეიბორისტები სახელისუფლო წნეხში მოჰყვნენ, მათ 12 წევრიან ფრაქციას ნელ-ნელა 10 წევრი გამოაკლდა და, ბოლოს, ფრაქცია სულაც დაიშალა. ბუნებრივია, შალვა ნათელაშვილმა ეს გამოცდილება გაითვალისწინა და მომავალი არჩევნების წინ ხელისუფლებასთან ახალ ომში შესვლა აღარ ისურვა.
მაგრამ ლეიბორისტები მაინც ვერ ასცდებიან სერიოზულ პრობლემებს, რომლებსაც მათ ამჯერად ნაციონალური მოძრაობა შეუქმნის. ცხადია, მიხეილ სააკაშვილს არ დაავიწყდება, რომ მომავალ წელს ისევ ლეიბორისტებთან მოუხდება დაპირისპირება საერთო ელექტორატის გადმოსაბირებლად. არადა, თუ მიხეილ სააკაშვილს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩევენ, იგი ლეიბორისტებთან ურთიერთობით მხოლოდ მოგებული დარჩება.
იმ შემთხვევაში, თუკი შალვა ნათელაშვილის თანამოაზრეები მაინც გაბედავენ და საკრებულოს თავმჯდომარეს მხარს დაუჭერენ აღმასრულებელი ხელისუფლების, პირველ რიგში, ქალაქის მერიის წინააღმდეგ ბრძოლაში, სააკაშვილი უკან არ დაიხევს და ბრძოლის შედეგსაც, პირველ რიგში, თავად მოიმკის. ჩრდილში მდგომი შალვა ნათელაშვილი კი ვეღარასოდეს დაეწევა საკრებულოს მებრძოლი თავმჯდომარის - მიხეილ სააკაშვილის - პოლიტიკურ რეიტინგს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ლეიბორისტები ხელისუფლებას შეუშინდებიან, ნაციონალურ მოძრაობას მხარს არ დაუჭერენ და გადაწყვეტილებების მიღებას დაუბლოკავენ, მიხეილ სააკაშვილი მათ პოზიციას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. თუკი საკრებულო ვერაფერს გააწყობს მერიასთან ბრძოლაში, საკრებულოს თავმჯდომარე იმას მაინც შეძლებს, რომ ერთი წლის განმავლობაში ლეიბორისტების ელექტორატი მიიმხროს. მით უმეტეს, რომ ნაციონალების ლიდერი ლეიბორისტების ლიდერს რიტორიკაში არ ჩამორჩება.
არსებულ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილის უპირატესობა ისაა, რომ იგი მიიღებს ასპარეზს საქმის საკეთებლად. თუ მას საქმის კეთებაში დაეხმარებიან, ესე იგი, საქმე გამოვა და სააკაშვილი მოგებული დარჩება. თუ მას საქმის კეთებაში ხელს შეუშლიან, სააკაშვილი აღმოჩნდება ხელისუფლებასთან მებრძოლი მეამბოხე პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი კი - ხელისუფლებასთან შეკრული და ვითომ ოპოზიციური ლიდერი.
საქმის საკეთებლად ასპარეზი, რომელიც ამა თუ იმ ძლიერ პოლიტიკურ ლიდერს ეძლევა გადამწყვეტი ბრძოლის წინ, მის მთავარ კაპიტალად შეიძლება შეფასდეს. ამჟამად პოლიტიკურ ფიგურებს შორის რეალური ასპარეზი აქვს მხოლოდ ორს: ავთანდილ ჯორბენაძეს და, ჩვენი ვარაუდით, - მიხეილ სააკაშვილს. დანარჩენებმა მხოლოდ უნდა ისაუბრონ ქვეყნის წინაშე თავიანთ წარსულ თუ მომავალ დამსახურებაზე. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანხმობა განეცხადებინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, გავრცელებული აზრის თანახმად, დაღუპვით ემუქრება მის კარიერას. სინამდვილეში კი, სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება მისი სამომავლო კარიერისთვის უაღრესად სასარგებლოა და მრავალი არგუმენტით არის გამართლებული.