ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად თბილისის საკრებულოში უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. ამომრჩეველთა ხმები პარტიებს შორის გადანაწილდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკრებულოს მომავალ თავმჯდომარეს თავისი პროგრამის თუ გეგმების განხორციელება კოალიციური უმრავლესობით მოუხდება. ია ანთაძე გესაუბრებათ სავარაუდო კანდიდატების შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე.
თბილისის 49 წევრიანი საკრებულო შვიდი პარტიის წარმომადგენლობით დაკომპლექტდა. ყველაზე მეტი - 15 მანდატი მოიპოვა ლეიბორისტულმა პარტიამ და 14 მანდატი - ნაციონალურმა მოძრაობამ, 7 - ახალმა მემარჯვენეებმა. ეს ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებამდე, თბილისის საკრებულოს არ ეყოლება ერთპარტიული უმრავლესობა, რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს დედაქალაქის ბიუჯეტის განკარგვაზე. რჩება მეორე გზა: კონსულტაციების შედეგად შეიქმნას კოალიციური უმრავლესობა, რომელიც თავისი წიაღიდან აირჩევს საკრებულოს თავმჯდომარეს. ოღონდ, რაც უფრო მეტი პარტია გაერთიანდება მმართველ კოალიციაში, მით მეტად დანაწევრდება და გაბუნდოვანდება პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.
თუ არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიებმა - ლეიბორისტებმა და ნაციონალებმა - საერთო ენა ვერ მოძებნეს და ერთმანეთის ოპონენტებად დარჩნენ, ამ ვითარებაში, არითმეტიკული გათვლით, ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია, შექმნას უმრავლესობა ჟვანიას გუნდთან და ახალ მემარჯვენეებთან ერთად. ლეიბორისტულ პარტიას კი უმრავლესობის შექმნა შეუძლია ახალ მემარჯვენეებთან და "აღორძინებასთან" ერთად, ან ახალ მემარჯვენეებთან და მრეწველებთან ერთად. ძალთა არსებულ განლაგებაში, "ერთობის" ხმები, პრაქტიკულად, არაფერს წყვეტს. სამაგიეროდ, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება ახალი მემარჯვენეების მხარდაჭერას - მათ გარეშე უმრავლესობას ვერც ნაციონალური მოძრაობა შექმნის და ვერც ლეიბორისტული პარტია.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ იგი კოალიციური უმრავლესობის პირობებში უარს იტყოდა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. ამ შემთხვევაში, თავმჯდომარის შერჩევა მოხდებოდა ლეიბორისტების ირგვლივ შემოკრებილი კოალიციიდან. არსებული ვითარების პარადოქსი ის არის, რომ არჩევნებში გამარჯვებული პარტიების ლიდერები - როგორც ნათელაშვილი, ისე სააკაშვილი – ჯერ კიდევ გუშინ მზად იყვნენ, თავმჯდომარის პოსტი სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისთვის დაეთმოთ. ამ პირობებში, ბუნებრივ პრეტენზიას აცხადებდა ახალი მემარჯვენეების ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე. თავმჯდომარის პოსტზე შესაძლო კანდიდატად სახელდებოდა, აგრეთვე, მრეწველთა საარჩევნო სიის მეორე ნომერი - ბადრი შოშიტაიშვილი. გაჩეჩილაძეს, ისევ არითმეტიკული ფაქტორის გათვალისწინებით, თავმჯდომარის პოსტის მოპოვება შეუძლია როგორც ლეიბორისტების კოალიციაში, ისე ნაციონალების კოალიციაშიც. ბადრი შოშიტაიშვილს კი წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ლეიბორისტების კოალიციაში, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლევან გაჩეჩილაძე მოხსნის საკუთარ კანდიდატურას და მხარს შოშიტაიშვილს დაუჭერს; სხვა შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობა, ჟვანიას გუნდი და მრეწველები ერთად 25 ხმას ვერ აგროვებენ. ისევე, როგორც ვერ აგროვებენ 25 ხმას ლეიბორისტები, მრეწველები, "აღორძინებისა" და "ერთობის" წარმომადგენლები, ანუ ლეიბორისტთა კოალიცია "ახლების" გარეშე.
გამოდის, რომ ლევან გაჩეჩილაძეს, ფაქტობრივად, კონკურენტი არ ჰყავს. ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატი ლეიბორისტების ბლოკიდან შეირჩევა და გაჩეჩილაძის კანდიდატურას, ლეიბორისტების გარდა, მხარს აღორძინებაც დაუჭერს. ნიშანდობლივია, რომ ნათელაშვილი ბათუმს ეწვია და საკრებულოს თავმჯდომარის საკითხი ასლან აბაშიძესთან შეათანხმა. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი მემარჯვენეების ხმების გარეშე ეს საკითხი ვერ გადაწყდება. თუკი ლეიბორისტები და ნაციონალები საკრებულოში მოკავშირეები კი არა, ოპონენტები აღმოჩნდებიან, "ახლები" შეიძენენ იმ მესამე ძალის ფუნქციას, რომლის გარეშეც სერიოზული საკითხები ვერ გადაწყდება.
ჯერ კიდევ გუშინ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის ყველაზე რეალური კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე იყო. მაგრამ მოხდა ერთი კანონზომიერი, თუმცა, გაუთვალისწიენებელი მოვლენა: ამბოხი თავად ლეიბორისტულ პარტიაში. მიმდინარე კვირის ორშაბათს, ლეიბორისტების საარჩევნო სიის მესამე ნომერმა ავთანდილ ტყებუჩავამ საჯაროდ გამოთქვა პროტესტი იმის გამო, რომ არჩევნებში გამარჯვებული პარტია გაურკვეველი მიზეზით თმობს თავმჯდომარის პოსტს; თანაც, თმობს "ახლების" სასარგებლოდ, რაც პარტიის მხარდამჭერებისთვის კიდევ უფრო გაუგებარი იქნება. ტყებუჩავამ საჯაროდ განაცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძის ალტერნატივად საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს. ალბათ, ტყებუჩავას მომავალი ფრაქციის წევრებს შორის თანამოაზრეებიც ჰყავდა. სწორედ მისი პროტესტის შემდგ, ლეიბორისტულმა პარტიამ საჯაროდ განაცხადა, რომ თავმჯდომარის პოსტზე მხარს მიხეილ სააკაშვილს დაუჭერს. ნაციონალურმა მოძრაობამ ეს გამოწვევა მიიღო. თუმცა, ორმხრივი ზეპირი თანხმობა მყარ შეთანხმებას სულაც არ ნიშნავს. ლეიბორისტებს დამოუკიდებელ ძალად პოლიტიკურ ინტერიერში ცოტა ვინმე თუ აფასებს. ამიტომ, მათი შემდგომი ნაბიჯი – სააკაშვილის ან გაჩეჩილაძის მხარდაჭერა - დამოკიდებული იქნება პროცესებზე არა მხოლოდ პარტიის შიგნით, არამე, პარტიის გარეთაც.