თამარ ჩიქოვანი, თბილისი
11 ივნისს თბილისში ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე, თურქეთი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2 მილიონ 800 ათასი დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს.
თურქეთის გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა ჰუსეინ ქივრიქოღლომ ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, რომ თურქეთი კვლავაც დაეხმარება საქართველოს თანამედროვე შეიარაღებული არმიის ჩამოყალიბებაში.
შეგახსენებთ: ამ ორიოდე წლის წინათ თურქეთის მიერ გამოყოფილი 5 მილიონიანი გრანტის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაარემონტა მარნეულის სამხედრო აეროპორტი, ვაზიანის სამხედრო ბაზა, ააშენა სასტუმრო “თორი”, შეიძინა სხვადასხვა ტიპის იარაღი. 11 ივნისს ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე გამოყოფილი თანხები მოხმარდება მარნეულის სამხედრო აეროპორტის ტექნიკურ გადაიარაღებას, ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სპეცდანიშნულების რაზმების გაძლიერებას.
თურქეთის გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი თბილისში დაემთხვა სკანდალს, რაც ვაზიანის სამხედრო ბაზიდან სატანკო ტყვიამფრქვევებისა და რადიოსადგურების მოპარვაში გამოიხატა. 10 ივნისს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა ეს ფაქტი საქართველოში ნატოს მრავალეროვნული სწავლებების ჩაშლის მცდელობად შეაფასა. უფრო ფრთხილია საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, რომელიც სამხედრო პროკურატურის მიერ აღძრული საქმის გამოძიებამდე დამნაშავეებზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა დარწმუნებით აცხადებს, რომ ქურდობა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ხელს არ შეუშლის 17 ივნისისთვის დაგეგმილი ნატოს პროგრამის “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში Best Effort –2002 სწავლებების დაწყებას.
საქართველოს სამხედრო პროკურორი გია ჯიქია იმედოვნებს, რომ ორ-სამ დღეში, საგამოძიებო მუშაობის შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლებელი იქნება ვაზიანის სამხედრო ბაზის გაძარცვასთან დაკავშირებით პირველადი ინფორმაციის წარდგენა. უკვე დაიწყო სამხედრო ბაზის თანამშრომელთა დაკითხვა. პარალელურად მიმდინარეობს ბაზის ინვენტარიზაციაც. ფაქტია, რომ ქურდობას რამდენიმე მაღალჩინოსანის კარიერაც შეეწირება, ვინც პასუხისმგებელი იყო ბაზის დაცვისა და პირადი შემადგენლობის შერჩევაზე.
სხვათა შორის, 11 ივნისს ოქმის ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თურქეთის გენერალური შტაბის უფროსმა ჰუსეინ ქივრიქოღლუმ შენიშნა, რომ ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზები თურქეთისთვის პოტენციურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. 10 ივნისს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ აბაშიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი დაჟინებით მოითხოვს ახალქალაქისა და ბათუმის რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებას.