2 ივნისის არჩევნები ლეიბორისტულმა პარტიამ და ნაციონალურმა მოძრაობამ თითქმის ერთნაირი შედეგით დაასრულეს და საგრძნობლად მეტი მხარდაჭერა მიიღეს,
ვიდრე დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა. არჩევნების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შალვა ნათელაშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ერთმანეთს არ აკრიტიკებდნენ. სამაგიეროდ, სრულიად განსხვავდებოდა ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტის დამოკიდებულება ამ ორი ლიდერის მიმართ.
2 ივნისის არჩევნებამდე ლეიბორისტული პარტიის ერთადერთი წარმატება 1998 წელს თბილისის საკრებულოში მიღებული 12 მანდატი იყო. დღეს ხშირად ამბობენ, რომ მაშინ არჩევნები ლეიბორისტებმა მოიგეს. სინამდვილეში, ლეიბორისტებმა აჯობეს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს და არა სახელისუფლო პარტიას. თუმცა, როდესაც ასლან აბაშიძის ინიციატივით ოპოზიციური ძალები მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, ლეიბორისტული პარტია აღლუმის სათავეში მოექცა. ამ ფაქტმა პარტია კი არ გააძლიერა, არამედ, პირიქით, დაშლის პირას მიიყვანა. მიზეზი მარტივი ამოსაცნობია: ხელისუფლება ლეიბორისტებით დაინტერესდა, შალვა ნათელაშვილის თანამოაზრეები სათითაოდ გადაიბირა და გამარჯვებული ლიდერი ფრაქციისა და ლამის პარტიის გარეშე დატოვა. შესაბამისად, ლეიბორისტებმა სახელისუფლო გამოცდა ვერ ჩააბარეს და საპროტესტო ელექტორატისგან მიღებული ნდობა ხელისუფლებასთან მეგობრობას ანაცვალეს. ასე რომ, ლეიბორისტული პარტიისგან დარჩა ორად ორი ფაქტორი: მარტოსული ლიდერი და ხელისუფლებაზე გამწარებული ამომრჩეველი.
ცხადია, ასეთი პარტია პოლიტიკური ოპონენტებისთვის ადვილი სამიზნეა. თუმცა 2 ივნისის არჩევნების წინ ნათელაშვილის მარცხი რატომღაც არავის გახსენებია - არც პოლიტიკურ ძალებსა და არც ხელისუფლებას. ამ პირობებში მოსახლეობას საშუალება მიეცა, კიდევ ერთხელ აღმოჩენილიყო ლეიბორისტული ილუზიის ტყვეობაში.
სულ სხვა სცენარით წარიმართა ხელისუფლების ურთიერთობა ნაციონალურ მოძრაობასთან. მიხეილ სააკაშვილმა თავის პირად პოლიტიკურ ოპონენტად უშუალოდ ედუარდ შევარდნაძე აირჩია. მთავარი საარჩევნო ლოზუნგი: "თბილისი შევარდნაძის გარეშე" – ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიულ მიზნებს ემსახურებოდა და სერიოზული გამოწვევა იყო პრეზიდენტისთვის.
ბევრისთვის მოულოდნელად, ედუარდ შევარდნაძემ ეს გამოწვევა მიიღო. თავის საჯარო გამოსვლებში, პირდაპირ ან ირიბად, პრეზიდენტი კვლავ და კვლავ უბრუნდებოდა ნაციონალურ მოძრაობას და მის ლიდერს. თავისი მკვეთრად უარყოფითი პოზიციის დადასტურებით შევარდნაძემ ხელი შეუწყო პროცესს, რომ პოლიტიკურ ინტერიერში გაჩენილიყო დაპირისპირების ახალი ცენტრი: შევარდნაძე - სააკაშვილი; რაც პრეზიდენტის მხრიდანაც სტრატეგიულ გადაწყვეტილებად უნდა მივიჩნიოთ.
რისთვის დასჭირდა ედუარდ შევარდნაძეს მიხეილ სააკაშვილთან ღია დაპირისპირება? თუ 2000 წლის საპარლამენტო არჩევნებს გავიხსენებთ, პრეზიდენტის მოტივაციას, შესაძლოა, ნათელი მოეფინოს. მაშინ პოლიტიკური სივრცე მკვეთრად გაიყო თბილისისა და ბათუმის ორ პოლიტიკურ ცენტრად, რამაც განსაზღვრა წინასაარჩევნო კამპანიის სცენარი. აბაშიძისგან ადვილად გამოიძერწა "მტრის ხატი", რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, საფრთხეს შეუქმნიდა სახელმწიფოს მომავალს. შევარდნაძე-აბაშიძის დაპირისპირების ფონზე, სახელისუფლო პარტიამ ლამის საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
არ არის გამორიცხული, მსგავსი სცენარით განვითარდეს ახალი ორპოლუსიანი ურთიერთობაც. ოღონდ, თუ აბაშიძის შემთხვევაში ხელისუფლება საუბრობდა პრორუსულ საფრთხეზე და სახელმწიფოს სტრატეგიული კურსის შეცვლაზე, სააკაშვილთან დაკავშირებით, საფრთხის შინაარსი განსხვავებულია. დღეს ედუარდ შევარდნაძეს ხელს აძლევს, რომ პრეზიდენტი ქვეყნის სტაბილურობის გარანტად, მასთან დაპირისპირებული მიხეილ სააკაშვილი კი - დესტაბილიზაციის გამომწვევ ფაქტორად გამოცხადდეს. თუკი შევარდნაძე-აბაშიძის დაპირისპირების სცენარი პროდასავლურ-პრორუსულ ღერძზე აიგო, შევარდნაძე-სააკაშვილის დაპირისპირების სცენარი სტაბილურობა-დესტაბილიზაციის ღერძზე აიგება. და, ამ სცენარის ფარგლებში, როგორც ჩანს, პრეზიდენტს გამარჯვების იმედი აქვს. ყურადღებიანი ადამიანი ადვილად შეამჩნევს, რომ თავად პრეზიდენტიც და მისი გარემოცვაც ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ ქმნის ერთადერთ ემოციურ ველს: მოსალოდნელი დესტაბილიზაციის საფრთხეს. საფიქრებელია, რომ სწორედ ამ მიზნით შემოიკრიბა ძალოვანი მინისტრები პრეზიდენტმა 3 ივნისს, როდესაც სახელმწიფო კანცელარიის წინ ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო მიტინგი გაიმართა. მოკლედ, მიხეილ სააკაშვილისგან გულმოდგინედ ქმნიან მორიგ "საფრთხობელას", რაც, როგორც ჩანს, ხელისუფლებას მისი დამარცხების აუცილებელ წინაპირობად მიაჩნია.
იმის მიხედვით, თუ რა გეგმები აქვს პრეზიდენტს და მის გარემოცვას ამა თუ იმ პოლიტიკურ ლიდერთან დაკავშირებით, - იქმნება კიდეც ამ ლიდერებისა და პარტიების მიმართ მოქმედების სტრატეგია. შალვა ნათელაშვილი არჩევნების წინ არავის გახსენებია, მიხეილ სააკაშვილი კი ედუარდ შევარდნაძის უშუალო მეტოქედ გამოცხადდა. ეს ხელისუფლების გააზრებულ პოლიტიკად უნდა მივიჩნიოთ და სცენარის განვითარებას თვალი ყურადღებით მივადევნოთ.