ევროპის კავშირმა მწვავედ გააკრიტიკა ბელორუსია

ევროპის კავშირმა მწვავედ გააკრიტიკა ბელორუსია ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინსკის ბიუროს მიმართ დამოკიდებულებისთვის.
ევროპის კავშირმა მწვავედ გააკრიტიკა ბელორუსია ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინსკის ბიუროს მიმართ დამოკიდებულებისთვის.
მისიამ პრაქტიკულად შეწყვიტა მუშაობა, მის შტატში აღარავინ ირიცხება. გუშინ ბელორუსიის დედაქალაქი დატოვა ადამიანის უფლებების სფეროს სპეციალისტმა, მეგან ფიცჯერალდმა, სულ ახლახან კი ეუთოს მისიის დროებითმა ხელმძღვანელმა, ენდრიუ კარპენტერმა, რომელსაც ხელისუფლებამ ვიზა არ გაუგრძელა. ევროპის კავშირის განცხადება შეიცავს ბელორუსიის ხელისუფლებისადმი მოწოდებას, ეუთოს ხელი არ შეუშალოს მუშაობაში და მიიღოს მისიის ახალი ხელმძღანელი, რომელსაც დღემდე უარს ეუბნებიან აკრედიტაციაში.