ბოლო მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთ წელიწადზე მეტი დრო რჩება. განვლილი სამი წლის მანძილზე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური ძალების მოძრაობა არ შეწყვეტილა.
დროის ძირითადი ნაწილი უმრავლესობის დაშლას და პარლამენტის ფრაგმენტაციას დასჭირდა. ჩამოყალიბდება თუ ვერა ახალი მყარი უმრავლესობა დარჩენილ ერთ წელიწადში?
როდესაც 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოქალაქეთა კავშირმა თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, პოლიტიკის ექსპერტებმა ეს ფაქტი ორგვარად შეაფასეს: დადებითად - იმ თვალსაზრისით, რომ გარანტირებული საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს საშუალებას მისცემდა, გაჯანჯლებული რეფორმები დაეჩქარებინა და სახელმწიფო კურსი უპრობლემოდ გაეტარებინა; უარყოფითად კი - იმ თვალსაზრისით, რომ ხელოვნურად შეკოწიწებული უმრავლესობა დიდხანს ვერ შენარჩუნდებოდა და დაპირისპირების პროცესი გაღრმავდებოდა არა იმდენად მოქალაქეთა კავშირსა და აღორძინების კავშირს შორის, რამდენადაც თავად მოქალაქეთა კავშირის წიაღში.
განვლილმა წლებმა მთლიანად დაადასტურა ექსპერტების უარყოფითი დასკვნა და მთლიანად უარყო მათივე დასკვნის დადებითი ნაწილი. რეფორმები გაურკვეველი ვადით გადაიდო; საპარლამენტო ცხოვრება კი გამოცოცხლდა და, ეგრეთ წოდებული, "ორთქლმავალი პარტიაც" წარსულს ჩაბარდა. დღეს პარლამენტში მეტ-ნაკლებად ძლიერი ათამდე პოლიტიკური ცენტრია: შევარდნაძის მხარდამჭერი ფრაქცია და ცალკეული დეპუტატები, ასლან აბაშიძის მომხრე ძალები, ახალი მემარჯვენეები, მრეწველები, ლევან მამალაძის ინტერესების დამცველი ფრაქცია, ვაჟა ლორთქიფანიძის ირგვლივ შემოკრებილი ძალები, სოციალისტები, ტრადიციონალისტები, ჟვანიას გუნდი, სააკაშვილის ფრაქცია.
ფაქტობრივად, პარლამენტის ფრაგმენტაცია ამით დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. მეტ-ნაკლები მნიშვნელობის მქონე ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა მოსალოდნელი აღარ არის. სამაგიეროდ, ამჟამად არსებული ცენტრები პარტნიორებს ეძებენ და გამსხვილებაზე ზრუნავენ. რითი შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი? ერთი მხრივ, შესაძლოა, მყარ პოლიტიკურ პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ "ახლები", "თანადგომა" "ალიანსი" და ვაჟა ლორთქიფანიძის ირგვლივ შემოკრებილი ძალები. მაგრამ მათი გაერთიანება უმრავლესობის შესაქმნელად საკმარისი არ არის. ბოლო მოწვევის პარლამენტის სტრუქტურა ბევრჯერ შეიცვალა, მაგრამ ღერძი უცვლელია: ახალი უმრავლესობა ასლან აბაშიძის გარეშე ვერ ჩამოყალიბდება. შესაბამისად, ოფიციალური უმრავლესობა ამ პარლამენტში ვეღარ გაფორმდება, რადგან შევარდნაძე-აბაშიძის სტრატეგიული პარტნიორობა გამორიცხულია. სამაგიეროდ, პარლამენტში უკვე გამოიკვეთა ახალი, არაოფიციალური, უმრავლესობის კონტურები, რომელიც ფორმალურად პრეზიდენტს არ უკავშირდება, ფაქტობრივად კი, უკავშირდება სახელმწიფო მინისტრს - ავთანდილ ჯორბენაძეს. არაოფიციალურ უმრავლესობაში გაერთიანებაზე "აღორძინებას" უარი არ უთქვამს, რადგან ეს ნაბიჯი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ გულისხმობს. შესაბამისად, "აღორძინება" დარჩება კიდეც ამ ერთობაში მანამ, სანამ ეს ურთიერთხელსაყრელი იქნება ავთანდილ ჯორბენაძისთვის და ასლან აბაშიძისთვის - არა პოლიტიკური, არამედ წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით.