1998 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების აქტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურაში შეიქმნა საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისია.
კომისიას დაევალა, ყოველწლიურად, მაისის თვეში, წარმოადგინოს ანგარიში, რომელშიც შეფასებული იქნება რელიგიური თავისუფლების მდგომარეობა მსოფლიოს ცალკეულ სახელმწიფოებში.
თავიდანვე გეტყვით, რომ წლევანდელ ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის მოხსენიებული, სადაც რელიგიური თავისუფლება ირღვევა. ამ სახელმწიფოთა არცთუ საპატიო სიაში საქართველოს გვერდით დასახელებული არიან ავღანეთი, ერაყი, თურქმენეთი, ირანი, რუსეთი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ჩინეთი...
საქართველოს მისამართით, კერძოდ, ნათქვამია, რომ იქ სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენს რელიგიური ძალადობა, რომლის ობიექტი, უწინარეს ყოვლისა, იეღოვას მოწმეები არიან. 2001 წლის ოქტომბერში კომისიის წევრებმა მოუწოდეს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს კონდოლიზა რაისსა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ელიზაბეთ ჯონსს, პრეზიდენტ ბუშისთვის ეთხოვათ, რელიგიური ძალადობის საკითხი პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრისას წამოეჭრა. ანგარიშის თანახმად, ამავე საკითხზე კომისიის წევრები არაერთხელ ესაუბრნენ აშშ-ის მთავრობის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებს.
ყველაზე მძაფრ კრიტიკას დოკუმენტის შემდგენლები მაინც თურქმენეთისა და საუდის არაბეთის მისამართით გამოთქვამენ. ჩვენს კორესპონდენტთან დონ ჰილთან საუბარში კომისიის წევრმა ლორენს გუდრიჩმა გაწბილება გამოთქვა იმის გამო, რომ მთავრობამ ეს ქვეყნები არ ჩაწერა ‘განსაკუთრებული შეშფოთების გამომწვევ’ სახელმწიფოთა სიაში.
[ლორენს გუდრიჩის ხმა] "2000 წლის ზაფხულშიც და 2001 წლის ზაფხულშიც კომისიამ ურჩია როგორც სახელმწიფო მდივანს, ისე პრეზიდენტს, თურქმენეთისთვის მიენიჭებინათ ‘განსაკუთრებული შეშფოთების გამომწვევი’ ქვეყნის სტატუსი. ეს დღემდე არ მომხდარა. ამის გამო კომისია გაწბილებულია და კვლავაც გამოთქვამს მოწოდებას, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს."
კომისიის აზრით, დღეს თურქმენეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტოტალიტარული სახელმწიფოა და ყოვლად დაუშვებელია, ვაშინგტონი ამ ქვეყნის მთავრობას დახმარებას უწევდეს.
საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისია შეშფოთებას გამოთქვამს გავრცელებული ხმების გამო, თითქოს ბუშის ადმინისტრაცია ანტიტერორისტულ კამპანიაში ამა თუ იმ ქვეყნის მხარდაჭერის მოპოვების სანაცვლოდ, თვალს ხუჭავს ამ სახელმწიფოებში რელიგიური თავისუფლების დარღვევის ფაქტებზე. ამის კონკრეტულ მაგალითად ანგარიშის შემდგენლებს სუდანთან და უზბეკეთთან მიღწეული გარიგებები მოჰყავთ.
შეკითხვა, რომლის მოსმენაც კომისიის წევრებს ყველაზე ხშირად უხდებათ, შემდეგია: "რა უფლება აქვს შეერთებულ შტატებს, სხვა ქვეყნებს უკარნახოს, როგორ დაიცვან საკუთარი მოქალაქეების რელიგიური თავისუფლება?"
ლორენს გუდრიჩის არგუმენტი ასეთია: [ლორენს გუდრიჩის ხმა] "ამ შეკითხვაზე პასუხი ის გახლავთ, რომ თითქმის ყველა ამ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და თითქმის ყველა მათგანს ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენცია. ამდენად, როცა შეერთებული შტატები ამა თუ იმ ქვეყანასთან ხელს აწერს შეთანხმებას შეიარაღების კონტროლისა თუ გარემოს დაცვის შესახებ, ან რაიმე სავაჭრო ხელშეკრულებას აფორმებს, მას სრული უფლება აქვს იკითხოს, რამდენად ასრულებს და პატივს სცემს ეს ქვეყანა ამ კონვენციებსა და შეთანხმებებს."
საინტერესოა, რომ კომისიის წევრები სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის წარმომადგენლები არიან და კომისიაში უსასყიდლოდ მუშაობენ. მისი თავმჯდომარე გახლავთ ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი მაიკლ იანგი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის წლევანდელ ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ საინტერნეტო მისამართზე:
http://www.uscirf.gov/reports/02AnnualRpt/2002report.pdf