ელგუჯა ბერიშვილი, ოლიმპია
უძველესმა ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ, 1924 წელს დაფუძნებულმა ”სპორტული პრესის ასოციაციამ”,
უძველესმა ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ, 1924 წელს დაფუძნებულმა სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ, გასულ კვირაში თავისი 65-ე კონგრესი გამართა. 4 კონტინენტის 80 ქვეყნის სპორტული ჟურნალისტები ჯერ ათენში შეიკრიბნენ, შემდეგ კი ოლიმპიაში გადაინაცვლეს და იქ გააგრძელეს მუშაობა. კონგრესის დელეგატებს შორის იყო რადიო ”თავისუფლების” სპორტული მიმომხილველი, ელგუჯა ბერიშვილი, რომელსაც ოლიმპიაში ტელეფონით დავუკავშირდით.