პალესტინელთა თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა ქალაქ ჰებრონის მახლობლად მდებარე ებრაულ დასახლება ადორაში.

დაღუპულთა შორის ორი – ბავშვია. დასახლებაში შესულმა შეიარაღებულმა პალესტინელებმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს გაუხსნეს ცეცხლი. ჯერჯერობით არავის არ აუღია თავის თავზე ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა. ისრაელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ერთი დღით გადადო მისიის გაგზავნა ახლო აღმოსავლეთში, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკ ჯენინში ისრაელის ჯარის ამასწინანდელი ნამოქმედარის გამოსაძიებლად. ისრაელის თხოვნა, რომ მისიის შემადგენლობაში სრულუფლებიან წევრებად შეეყვანათ ტერორიზმთან ბრძოლის სამხედრო ექსპერტები არ იქნა დაკმაყოფილებული. პალესტინელთა ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ჯენინში ასობით ადამიანი იქნა მოკლული. ისრაელი თავის მხრივ აცხადებს, რომ ჯენინში რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა, და რომ უმრავლესობას - შეიარაღებული პალესტინელები შეადგენდნენ.