სომხეთში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს საერო თუ სასულიერო ხასიათის სამგლოვიარო ღონისძიებები.

ერევანში, გენოციდის მსხვერპლთა ძეგლი გვირგვინებით შეამკეს სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა, მინისტრებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. ოსმალეთის იმპერიაში, პირველი მსოფლიო ომის დროსა და მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე, ასიათასობით სომეხი ეროვნების მოქალაქე დახოცეს. სომხეთის მტკიცებით, დახოცილთა რიცხვი მილიონნახევარს აღწევდა. დღეისთვის გენოციდის ფაქტი ოფიციალურად აღიარა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, საფრანგეთმა, არგენტინამ, ურუგვაიმ, საბერძნეთმა და კვიპროსმა.