გასული წლის შემოდგომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დაშლამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფრაგმენტაცია გამოიწვია.
პარლამენტი მცირერიცხოვან ფრაქციებად დანაწევრდა. დღეს თითოეული ფრაქცია ან თავად წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, ან კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესებს გამოხატავს. ეს მრავალფეროვნება სამომავლოდ ორი მიმართულებით შეიძლება გაგრძელდეს.
1992 წლიდან 1999 წლის ჩათვლით, საქართველოში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა ერთი აშკარა ტენდენციით: უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური ძალების გამსხვილებით. შესაბამისად, 1992 წლის პარლამენტში 26 პარტია იყო წარმოდგენილი, 1999 წლის პარლამენტი კი სულ სამმა პოლიტიკურმა ძალამ შეავსო.
მოვლენების განვითარებამ დაადასტურა, რომ ძალების ის გამსხვილება, რაც 7% საარჩევნო ბარიერს დაუკავშირდა, საკმაოდ ხელოვნური აღმოჩნდა: ოფიციალურად დაიშალა მოქალაქეთა კავშირი და ფაქტობრივად დაიშალა ბლოკი "საქართველოს აღორძინება". ამ პროცესის შედეგად, პარლამენტი აღმოჩნდა გაცილებით მეტად ფრაგმენტირებული, ვიდრე 5%-იანი ბარიერის დროს. არ არის გამორიცხული, რომ, თუ დანაწევრების ტენდენცია ხელოვნურად არ შეწყდა, პოლიტიკური პროცესი 1992 წლის კალაპოტს დაუბრუნდეს.
პარლამენტის ფრაგმენტაციის ხარისხს პირდაპირ განსაზღვრავს საარჩევნო ბარიერი. ბარიერს კი კონსტიტუცია აწესებს. იმის მიხედვით, თუ როგორი ბარიერი წერია (ან ჩაიწერება) კონსტიტუციაში, წინასწარ შეიძლება პოლიტიკური პროცესის დაგეგმვა. დღევანდელი მაღალი ბარიერი პოლიტიკურ ძალებს ისევ გამსხვილებისკენ უბიძგებს. მაგრამ, თუ საპარლამენტო ფრაქციები თამაშის ახალ წესზე შეთანხმდებიან, შესაძლოა, კონსტიტუციაში კიდევ ერთი შესწორება შევიდეს და ბარიერი ისევ 5, ან, სულაც, 4%-ზე დავიდეს. ბარიერის დაწევაზე საუბარი იმ შემთხვევაში დაიწყება, თუკი პარტიების უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს დამოუკიდებლად, სხვა ძალებთან შეკავშირების გარეშე.
ასე რომ, თამაშის წესების შეცვლისთვის ინსტრუმენტი არსებობს. ახლა მთავარი ისაა, რას აირჩევენ პარტიები - გაერთიანებას თუ დაყოფას. ჯერჯერობით დანაწევრების პროცესი მიმდინარეობს თითქმის ყველა ძველ პარტიაში - ეროვნულ-დემოკრატებთან, სახალხოელებთან, მოქალაქეთა კავშირში და ბლოკ "საქართველოს აღორძინებაში". ნაციონალური მოძრაობა ჯერ ოფიციალურად არც დაფუძნებულა, ხოლო მრეწველების და, განსაკუთრებით, ახალი მემარჯვენეების პარტია მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესშია.
რას უნდა ველოდეთ სამომავლოდ? საბოლოო ტენდენციის განსაზღვრისთვის, დაახლოებით, ერთი წელი რჩება. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ თუ საქართველოს მიმართ დასავლეთის სამხედრო და პოლიტიკური ინტერესი გაძლიერდება; თუ ამერიკის შეერთებული შტატები, მართლაც, გამოიყენებს საკუთარ ავტორიტეტს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ინიცირებისთვის, მაშინ სამომავლო სცენარი ადვილად ამოსაცნობია. ამერიკიდან დაბრუნებულმა ზურაბ ჟვანიამ და მიხეილ სააკაშვილმა მკაფიოდ ჩამოაყალიბეს ის კონცეფცია, რომელიც, საფიქრებელია, მათ ამერიკის დაინტერესებულ წრეებთან შეათანხმეს: საქართველოში შეიქმნება ერთიანი დემოკრატიული ფრონტი, რომელიც საარჩევნოდ ყველა დემოკრატიულ ძალას გააერთიანებს. მოგვიანებით ეს განაცხადი უკუღმართად შესრულდა, როდესაც სააკაშვილმა სრულიად უღიმღამო ვითარებაში გამოაცხადა დემოკრატიული ფრონტის შექმნა და, ფაქტობრივად, ჟვანია თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა. მაგრამ თამაშის დასავლური წესები თვითნებობას ვერ ეგუება და ამიტომ, არ არის გამორიცხული, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მაინც შესრულდეს ის პირობა, რომელიც ახალგაზრდა ლიდერებმა ამერიკიდან ჩამოიტანეს.
იმ შემთხვევაში, თუკი დემოკრატიული ფრონტი ჩამოყალიბდება, ბუნებრივია, პოლიტიკური ძალების მეორე ნაწილიც, თავის მხრივ, შეკავშირდება. ამ პროცესის შედეგად, ჩამოყალიბდება ორი პოლიტიკური ცენტრი თბილისში და, ალბათ, მესამე ცენტრი, ტრადიციულად, ბათუმში.
იმის თქმაც დაბეჯითებით შეიძლება, რომ, თუ დემოკრატიულ ფრონტში გაერთიანდებიან ჟვანიასა და სააკაშვილის ირგვლივ შემოკრებილი ძალები, მეორე ბანაკის პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდება ახალი მემარჯვენეების პარტია. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ, თუკი დემოკრატიული ფრონტი მყარად შეიკვრება, დასავლეთის ავტორიტეტი ედუარდ შევარდნაძესაც აიძულებს, საკუთარი ნებით თუ საკუთარი ნების წინააღმდეგ, სწორედ დემოკრატების ბანაკში დაიდოს ბინა. და თავად "ფრონტელებიც", ამავე მიზეზით, უარს ვერ იტყვიან პრეზიდენტთან თანამშრომლობაზე.
მაგრამ თუ გაერთიანების პროცესი ჩაიშლება და პარტიები არჩევნებში მაინც დამოუკიდებლად ჩაერთვებიან, ამ შემთხვევაში გარდუვალი აღმოჩნდება ბარიერის დაწევა, რაც უპრობლემოდ განხორციელდება, თუნდაც, დღევანდელ დანაწევრებულ პარლამენტში.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ, დასავლეთის აქტიური ჩარევის გარეშე, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ძალები თანამშრომლობის უნარს ნაკლებად ამჟღავნებენ. მაგრამ, ზოგადი ვითარების გათვალისწინებით, ალბათ, მაინც ძალთა გაერთიანება უფრო მეტად არის მოსალოდნელი, ვიდრე მათი დაცალკევება.