საქართველოს მოქალაქეთა კავშირის მორიგი ყრილობა 15 მაისს არის დანიშნული და მას პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე პარტიის ამჟამინდელ ლიდერ ზურაბ ჟვანიასთან ერთად მოამზადებს;
ეს თავად პრეზიდენტმა განაცხადა 29 მარტს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე. ედუარდ შევარდნაძისა და ზურაბ ჟვანიას სამომავლო თანამშრომლობა, შესაძლოა, პირდაპირ უკავშირდებოდეს ჟვანია-სააკაშვილის მოუწესრიგებელ ურთიერთობებს.
ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ოპონენტები ხშირად უგებენ ნიშნს იმის გამო, რომ მმართველი პარტიის ყოფილი საპარლამენტო ლიდერები საკუთარ წარსულს ემიჯნებიან და ცდილობენ, თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა ქვეყნის რეალური მდგომარეობის გამო.
სინამდვილეში, ასეთი ბრალდება ბოლომდე ზუსტი არ არის, რადგან ჟვანია და, მით უმეტეს, სააკაშვილი დღესაც სიტყვასიტყვით იმას იმეორებენ, რასაც წლების განმავლობაში ამბობდნენ. ერთადერთი სიახლე მათ პოლიტიკურ პოზიციაში პირადად ედუარდ შევარდნაძის მიმართ დამოკიდებულებაა. პოლიტიკური ოპოზიცია წლების განმავლობაში ამუნათებდა მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულ ფრთას სწორედ იმის გამო, რომ ისინი, ერთდროულად, ხელისუფლებაშიც იყვნენ და ოპოზიციაშიც. მართლაც, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირს" თავმჯდომარეობდა, მისი გამოსვლები უფრო მწვავედ ჟღერდა, ვიდრე ოპოზიციურ ძალთა ლიდერების. კრიტიკული პათოსი არც ჟვანიას აკლდა; პარლამენტის თავმჯდომარის საჯარო პოზიცია ზოგჯერ დრამატულ შინაარსსაც კი იძენდა.
საფიქრებელია, რომ მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდა ლიდერების მწვავე გამოსვლები ედუარდ შევარდნაძეს არასოდეს მოსწონდა. მან ერთხელ განმარტა კიდეც, რომ მმართველი პარტია ერთიანად აგებს პასუხს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, რადგან მძიმე რეალობა ეფუძნება ობიექტურ ფაქტორებს, რომელთა აცილება შეუძლებელი იყო.
პერიოდულად, არასამთავრობო სექტორი ზურაბ ჟვანიას მოუწოდებდა, რომ გამიჯვნოდა შევარდნაძეს; ჟვანია კი ამგვარ გამოწვევას ტრადიციული არგუმენტით უპასუხებდა: ვიდრე საქართველოში რუსეთის ჯარი დგას და მისი გაყვანის პერსპექტივა არსებობს, პრეზიდენტს ვერ დავშორდებიო.
მაგრამ განხეთქილება მაინც მოხდა; ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდები მაინც გაემიჯნენ შევარდნაძეს და გაემიჯნენ, როგორც ხელისუფლების კორუფციული ფრთის მფარველს. მართლაც, წლების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ თავში ითავსებდა ორ ფუნქციას: ერთი მხრივ, ჟვანია-სააკაშვილის გუნდს აძლიერებდა, მეორე მხრივ კი, დაჟინებით მფარველობდა ეგრეთ წოდებულ "კორუფციის პარტიას".
ედუარდ შევარდნაძის კორუფციული ნახევრის დასამარცხებლად ჟვანიასთვის და სააკაშვილისთვის, სულ მცირე, აუცილებელი იყო და არის ერთიანობა და ქვეყნის მთელი დემოკრატიული რესურსის შემოკრება. სწორედ ამგვარი სამომავლო გეგმა გააცნეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდა ლიდერებმა საზოგადოებას და ერთიანობის პირობაც დადეს. მაგრამ, ბევრისთვის მოულოდნელად, მაშინ, როდესაც ზურაბ ჟვანია უცხოეთში იმყოფებოდა, მიხეილ სააკაშვილმა ერთპიროვნულად გამოაცხადა დემოკრატიული ფრონტის შექმნა და ეს პოლიტიკური ინიციატივა საკუთარ სახელს დაუკავშირა.
სააკაშვილის ამ უცნაურ ნაბიჯამდეც ცხადი იყო, რომ ჟვანიასა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა მოწესრიგებას ძნელად ექვემდებარებოდა. ორ ლიდერს შორის "პირველი-მეორეზე" გათვლა ვერა და ვერ მოხერხდა. სააკაშვილს მაღალი რეიტინგი აქვს, ჟვანიას კი - მაღალი პოლიტიკური ინტელექტი. ორივე ერთად - დიდი ძალაა, ცალ-ცალკე საქმიანობა კი, ადრე თუ გვიან, მათ შორის კონკურენციას და უეჭველ დაპირისპირებას გამოიწვევს.
როგორც ბოლო დღეების მოვლენებმა დაადასტურა, ზურაბ ჟვანიას უფრო მეტად ეადვილება საერთო ენის მოძებნა ედუარდ შევარდნაძის დემოკრატიულ ნახევართან, ვიდრე მიხეილ სააკაშვილთან. შევარდნაძესა და ჟვანიას შორის მეტ-ნაკლებად დამთბარი ურთიერთობები მიუთითებს, რომ ჟვანია არ აპირებს მარტო დარჩენას სამომავლო ბრძოლებში: თუ არ გამოვა თანამოაზრეობა სააკაშვილთან, გამოვა კონსტრუქციული თანამშრომლობა შევარდნაძესთან. მაგრამ "კორუფციის პარტია" ისევ არსებობს და დღეს არანაკლებ ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ამიტომ შევარდნაძისა და ჟვანიას ხელახალი პოლიტიკური დამეგობრება წარმატებული აღმოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი რეალურად გაწირავს საკუთარი წიაღის კორუფციულ ნახევარს. თუ ეს, მართლაც, მოხდება, სააკაშვილი პოლიტიკური პროცესის გულისგულიდან მეტ-ნაკლებად გარიყული აღმოჩნდება. მაგრამ თუ პრეზიდენტი ძველებურად შეიფარებს როგორც კორუმპირებულებს, ისე კორუფციასთან მებრძოლებს, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის შეურიგებელი პოზიცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს და პოლიტიკური პროცესი ზურაბ ჟვანიას გარიყავს. ასე რომ, ტრადიციულ პოლიტიკურ სამკუთხედში - შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილი - მინიმუმ ერთი წევრი დასამარცხებლად არის განწირული.