დავით პაიჭაძე, თბილისი
ხუთშაბათს, 28 მარტს, პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა გურამ შარაძემ კიდევ ერთხელ გაილაშქრა ერთ-ერთი ქრისტიანული ჯგუფის წინააღმდეგ,
რომელიც რეგისტრაციაში გაატარა ისანი-სამგორის სასამართლომ. შარაძის უკმაყოფილება გამოიწვია იმანაც, რომ ეს ჯგუფი, სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანთა ასოციაცია, თბილისის გარეუბანში შენობის აგებას ესწრაფვის, რისი ნებართვაც ქალაქის არქიტექტურის სამსახურისგან აქვს მიღებული. რამდენად საფუძვლიანი იყო პარლამენტის წევრის პროტესტი?
რელიგიურ უმცირესობათა უფლებებზე ლაპარაკის დროს დეპუტატ შარაძეს წარდგენა არ სჭირდება. ორიოდე წლის წინ, შარაძის მეცადინეობით, იეჰოვას მოწმეთა ორ ორგანიზაციას რეგისტრაცია გაუუქმეს. უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სამოქალაქო კოდექსს დაეფუძნა, თუმცა ამავე კოდექსში იეჰოველთა დამცველები უთითებდნენ მუხლს, რომლის საფუძველზეც რეგისტრაციის გაუქმება დაუშვებელი იყო. მოკლედ, კოლიზიამ კანონში მაშინ ასე გადაწყვიტა საქართველოში მრავალგზის დევნილი და გვემული იეჰოველების ბედი. ამ ჯგუფის აკრძალვის მოსურნენი შეეცადნენ, სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოეჩინათ, როგორც იეჰოვას მოწმეთა კანონგარეშედ გამოცხადება, მაგრამ ეს არ გამოვიდა: იეჰოველები არარეგისტრირებული კავშირის ფორმით აგრძელებენ არსებობას.
ალბათ, ყველამ იფიქრა: სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანთა ასოციაციის რეგისტრაცია, რომლის წინააღმდეგაც ხუთშაბათს გაილაშქრა გურამ შარაძემ, სულ ახლახან მოხდა. არადა, ჩანს, ეს ამბავი თავად შარაძემ შეიტყო რამდენიმე დღის წინ. პირველი რეგისტრაცია ასოციაციამ გაიარა 1995 წელს, მეორედ კი, ანუ ხელახლა, დარეგისტრირდა 1998 წელს, ოთხი წლის წინათ, ისნის რაიონის სასამართლოში, მოსამართლე ყამბეგაშვილის მიერ. თუ იეჰოვას მოწმეებზე ამბობენ, რომ ძალიან გამრავლდნენ, ათიათასობით არიან და საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოსა და მართლმადიდებლობას - ამჯერად ასეთ განცხადებებს უკომენტაროდ ვტოვებთ - სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანთა ასოციაცია სულ 300-მდე წევრს ითვლის, მათ ეკლესიას კი 5 ათასამდე მიმდევარი ჰყავს. მაგრამ შარაძის, ვითარცა ქართული სახელმწიფოებრიობისა და მართლმადიდებლობის დასაცავად ამოწვდილი მახვილის, ელვარება თანაბრად მოეფინება მცირე და მრავალრიცხოვან რელიგიურ ჯგუფებს. და აჰა, ის ოთხი წლის დაგვიანებით ცდილობს მისწვდეს ორგანიზაციას, რომლის არსებობაც ცოტას თუ ახსოვდა, და ისანი-სამგორის სასამართლოს თავმჯდომარეს, აკაკი ბაქრაძეს, მოუწოდებს, თავი დაანებოს სექტების დაკანონებას. ისე, ჯერჯერობით ქართული სამართალი არ იცნობს ცნებას “სექტა” და არც ასოციაციების რეგისტრაციაში გატარებას კრძალავს.
რაც შეეხება დეპუტატის პრეტენზიას ქალაქის არქიტექტურის სამსახურისადმი იმის გამო, რომ ხსენებულ ასოციაციას მისცა ნებართვა ხევძმარის ქუჩაზე შენობა აეგო: ეს ნებართვა სამსახურმა 2000 წელს გასცა, მაგრამ ასოციაციის ოფისისა და სკოლის მშენებლობის დაწყება ჯერაც ვერ მოხერხდა. მიწა, სადაც სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანთა ასოციაცია შენობის აგებას აპირებს, მათი საკუთრებაა. ტერიტორია შემოღობილია, მაგრამ დაცული არ არის. ასოციაციის გამგეობის წევრმა, პასტორმა ოლეგ ხუბაშვილმა განმიცხადა, რომ საუწყებო დაცვის სამსახურმა მათ უარი უთხრა მშენებლობის დაცვაზე; უარი თქვეს სხვებმაც. ამდენად, სამუშაოს დაწყება შეუძლებელი გახდა. ხევძმარის ქუჩა გლდანისკენ მიმავალ გზაზეა, ვასილ არშაკის ძე მკალავიშვილის სასულიერო მამულში. საკმარისი იყო, ასოციაციის წევრებს მშენებლობის წამოწყება ეცადათ, რომ გლდანელი პრესვიტერის რაზმისა და იქვე მოსახლე მოქალაქეების ერთობლივი შეტევის მსხვერპლი შეიქნენ. შესაძლოა, ჩვენს მსმენელებს ახსოვთ, ამ წელიწადნახევრის წინ “ბასილიონის” გიმნეტები იმავე ადგილას როგორ დაესხნენ თავს და სცემეს აშშ-ისა და სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკის რვა მოქალაქეს. ამ ინციდენტს მაშინ საქართველოში ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მკაცრი განცხადებები მოჰყვა. მაგრამ განა ეს დააბრკოლებს მესსიის მახვილს “მრეწველთა” საპარლამენტო ფრაქციიდან?