ჟვანია-სააკაშვილის გუნდის კორუფციაში მხილების შემდეგ „ჟურნალისტთა ანტიკორუფციულმა საგამოძიებო ორგანიზაციამ“ ფოთის გემთმშენებელი ქარხნის პრივატიზების საქმე გამოიძია,
და განსახელმწიფოებრიობის პროცესში აღმოჩენილი დარღვევები 28 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ თემა არაპოლიტიკურია, ჟურნალისტური გამოძიების ავტორები მაინც დაკვეთის შემსრულებლებად მონათლეს.
„ჟურნალისტთა ანტიკორუფციული საგამოძიებო ორგანიზაცია“ ფოთის „გემთსაშენი“ ქარხნის პრობლემატიკით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც, პრეზიდენტის რეზოლუციით, ანტიკორუფციულ ბიუროს ქარხნის თანამშრომელთა წერილის განხილვა დაევალა. ახლა „გემთსაშენი“ კომპანიის გენერალური დირექტორი ზურაბ დონდოლაძე ამ წერილის ხელისმომწერ თანამშრომელთა ნოტარიულად დამტკიცებულ უარმყოფელ დოკუმენტს ფლობს. თუმცა გამოძიება უკვე ჩატარებულია და მნიშვნელოვანი დარღვევებიც გამოვლინდა.
„ჟურნალისტთა ანტიკორუფციული საგამოძიებო ორგანიზაციის“ ლიდერის კობა კაპანაძის ინფორმაციით, ფოთის გემთმშენებელი ქარხანა 1998 წელს ნულოვან აუქციონზე გაიყიდა, იმისდა მიუხედავად, რომ კომპანია პასივებზე ათჯერ მეტ აქტივებს ფლობდა. სახელმწიფომ, თავდაპირველად, ქარხნის აქციათა საკონტროლო პაკეტი 51% გაასხვისა, 2 დღის შემდეგ კი დოკუმენტებში 99% ჩაიწერა. „გემთსაშენი“ ქარხანა „დარლინგუორთ ლიმიტედმა“ 101 ათას დოლარად შეიძინა და 9 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების პირობა „ინტელექტ ბანკის“ გარანტიით დადო, თუმცა კი „ჰიუნდაის“ კორპორაციის შვილობილ კომპანიად ითვლებოდა. ჟურნალისტურმა გამოძიებამ გაარკვია, რომ „დარლინგუორთ ლიმიტედს“ „ჰიუნდაისთან“ საერთო არაფერი აქვს. საპრივატიზაციო დოკუმენტებში მისი „ჰიუნდაისთან“ კავშირი „კორეული სახის“ პიროვნების, ვინმე პაკის, წარმოდგენითაა დამტკიცებული. ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ „კორეული სახის“ პიროვნება ბათუმში ცხოვრობს და ჩინური მედიცინით არის დაკავებული.
„კორეული სახით“ დამტკიცებული კომპანიის სიძლიერე იმაში გამოიხატა, რომ დაგეგმილი 3 წლიანი ინვესტიციის შემდეგ „გემთსაშენი ქარხანა“ გაჩერებულია. კაპანაძის პრესკონფერენციაზე დაუპატიჟებლად გამოცხადებული ქარხნის გენერალური დირექტორი ზურაბ დონდოლაძე ამის მიზეზად ფოთის პორტთან მიმდინარე სასამართლო პროცესებს ასახელებს. პრესკონფერენციაზე მის გამოცხადებას ასეთი რეაქცია მოჰყვა.
[კაპანაძისა და დონდოლაძის კამათი] „ქარხანა რამდენად იყიდეთ? 101 დოლარად იყიდეთ, როცა მარტო მილიონ დოლარიანი მარტო ერთი ქონება გქონდათ იქ. არაა ეს აფიორა?
- 700 ათასი დავალიანება იყო. ჭითანავა, რომელიც ყოფილი დირექტორია და თქვენ მის მიერ დაკვეთილ იმას ასრულებთ, ჭითანავა ამდენი წელი დირექტორი იყო...
- ახალი დამკვეთი გამოჩნდა ახლა ჭითანავა. ჭითანავაც მამალაძის კაცი ხომ არაა, იქნებ მითხრათ.
-მამალაძე ვინ არის?
-ააა, არ იცით? ხან მამალაძის ვარ და ახლა ჭითანავასი ვყოფილვარ და...“ [სტილი დაცულია]
„გემთსაშენი“ ქარხნის დირექტორს იმის თქმაც გაუჭირდა, ნამდვილად არის თუ არა „დარლინგუორთ ლიმიტედი“ „ჰიუნდაის“ შვილობილი კომპანია. ჩემთან არაოფიციალურ საუბარში მან განაცხადა, რომ დაფინანსებას „ინტელექტ ბანკიდან“ იღებს, რადგან ის არის ინვესტიციის გარანტი.
კობა კაპანაძე კი ფოთის „გემთსაშენი“ ქარხნის რეალურ მესაკუთრედ, „ჰიუნდაის“ ნაცვლად, ქართულ სახელისუფლებო დაჯგუფებას მიიჩნევს.
[კაპანაძის ხმა] „თქვენ წაართვით ფოთს და ფოთელებს ეს ქარხანა პირად ინტერესებში გამოსაყენებლად, ბასილია და თქვენი კლანი მართავს ამას. მიჩივლეთ, სადაც გინდათ. დაგიდასტურებთ, თუ არ მართავს.
ჩვენი მისვლისას ღობე არ ჰქონდა ქარხანას.
ღობე თქვენ გჭირდებოდათ იმისთვის, რომ ქვეყნიდან ნაძარცვი ჯართი და ხე-ტყე გაგეტანათ საზღვარგარეთ, თქვენი თავის დასაცავად გინდოდათ.“
გამოძიებული ინფორმაციიდან გამომდინარე, „ჯურნალისტთა ანტიკორუფციული საგამოძიებო ორგანიზაცია“ საქართველოს მთავრობისაგან „დარლინგუორთ ლიმიტედთან“ დადებული საპრივატიზაციო ხელშეკრულების გაუქმებასა და გამოვლენილ დარღვევებზე სისხლის სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.