გასულ კვირაში ქართველი ბიზნესმენების დიდმა ნაწილმა საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა და თანადგომა.
ეს ფაქტი პრესის მიერ შეფასდა, როგორც ედუარდ შევარდნაძისთვის ახალი პოლიტიკური საყრდენის შექმნა მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ.
შემოგთავაზებთ ბიზნესმენთა ინიციატივის სხვაგვარ ინტერპრეტაციას.
იმის მიუხედავად, რომ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელთა ინტერესები მეტწილად ერთმანეთის თანხვედრია, მათი თავმოყრა ერთ პოლიტიკურ პარტიაში ან მათი გარდაქმნა პოლიტიკურ ლიდერებად თითქმის შეუძლებელია.
ცივილიზებულ ქვეყნებში ბიზნესსა და პოლიტიკას შორის პიტალო ზღვარია დადებული. დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად კრძალავს პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოხელეების უშუალო მონაწილეობას ბიზნესში. ქართული კანონმდებლობაც, მრავალწლიანი საპარლამენტო ჭიდილის შემდეგ, ბიზნესში მონაწილეობას მკაფიოდ უკრძალავს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ - პარლამენტის წევრებსაც. ამიტომ, თუ ის ბიზნესმენები, რომლებიც, ნიკო ლეკიშვილის ინიციატივით, გადამხდელთა კავშირში ედუარდ შევარდნაძეს შეხვდნენ, ერთიანად გადაინაცვლებენ პოლიტიკაში, საქართველოში მსხვილი ბიზნესი საერთოდ გაქრება. ამგვარი მხარდაჭერა, ალბათ, თავად შევარდნაძესაც არ სჭირდება.
გაცილებით ლოგიკურია, ბიზნესმენების ინიციატივაში სხვა განზრახვა ამოვიცნოთ: ისინი უშუალოდ კი არ ჩაერთვებიან პოლიტიკაში, არამედ საკუთარი ფინანსებით გააძლიერებენ პრეზიდენტს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პრეზიდენტი საყრდენად შეირჩევს.
ბიზნესმენებისა და პრეზიდენტის შეხვედრა, ფაქტობრივად, გაფრთხილება იყო პარტიების მისამართით: მათ არ უნდა ჰქონდეთ ფინანსური მხარდაჭერის იმედი მანამ, სანამ ესა თუ ის პარტია არ მიიღებს ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ მხარდაჭერას.
ვისი მისამართით შეიძლებოდა გაგზავნილიყო ეს შეტყობინება? საფიქრებელია, ბიზნესმენებმა გააფრთხილეს მოქალაქეთა კავშირის ის ლიდერები, რომელთა საარჩევნო კამპანია მათ არაერთხელ დაუფინანსებიათ. გასულ არჩევნებში ზურაბ ჟვანია მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა და, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას პირადი კონტაქტი ჰქონდა მსხვილი ბიზნესის ბევრ ლიდერთან. მაგრამ იმის შემდეგ, რაც მოქალაქეთა კავშირი ოპოზიციურ პარტიად გამოცხადდა, ბუნებრივია, ჟვანიას ფინანსური საყრდენების ძებნა ედუარდ შევარდნაძისგან დამოუკიდებლად მოუხდება. საქართველოში კი ბიზნესი მწირად არის განვითარებული და არჩევანი საკმაოდ შეზღუდულია. სწორედ ამ ვითარებაში ეწყობა მსხვილი ბიზნესის თითქმის ყველა ლიდერის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და ამ შეხვედრაზე ცხადდება, რომ ბიზნესმენების მხარდაჭერის იმედი მხოლოდ და მხოლოდ ედუარდ შევარდნაძეს უნდა ჰქონდეს. ამ განცხადების შემდეგ მოქალაქეთა კავშირის სამომავლო პერსპექტივისგან თითქმის აღარაფერი რჩება, პრეზიდენტისკენ შემობრუნების გარდა.
რაგინდ შორსმიმავალი გეგმები დალანდონ პოლიტიკოსებმა ბიზნესმენების ინიციატივაში, ერთი ფაქტის უგულებელყოფა არ შეიძლება: დღეს პარტიული სპექტრი საკმაოდ უსუსურად გამოიყურება, ნახევრად სტაბილურ ქვეყანაში კი ბიზნესს გარანტიები სჭირდება. ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, თუ ბიზნესმენები სუსტ პარტიებს უნდობლობას უცხადებენ და საკუთარი ფინანსებით მათ გაძლიერებას არ აპირებენ.
მეორე მხრივ, ბიზნესმენებთან შეხვედრით ედუარდ შევარდნაძემაც მკაფიოდ მიანიშნა პოლიტიკურ პარტიებს - პირველ რიგში, თავის ყოფილ პარტნიორებს - რომ არჩევნების მოგების ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს პრეზიდენტი ერთპიროვნულად აკონტროლებს.
მიხეილ სააკაშვილის საპასუხო სვლა მეყსეული, მაგრამ არადამაჯერებელი აღმოჩნდა: ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა აქცენტი, ტრადიციულად, საზოგადოების მხარდაჭერაზე გადაიტანა: ბიზნესმენების პოლიტიკაში ჩართვას ხალხი მხარს არ დაუჭერსო. - საქმეც ისაა, რომ ბიზნესმენები პოლიტიკაში არ ჩაერთვებიან. მოსახლეობის უშუალო მხარდაჭერა მათ არც წინა არჩევნებში სჭირდებოდათ და არც მომავალ არჩევნებში დასჭირდებათ. თავად ბიზნესმენების მხარდაჭერა კი ნამდვილად დასჭირდებათ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მას ვერ მიიღებენ.
ბოლო მოვლენების შემდეგ, ერთი შეხედვით, გაიზარდა ნიკო ლეკიშვილის პოლიტიკური წონა. ესეც ერთგვარი ილუზიაა, რადგან ბატონი ნიკო ჯერჯერობით ინდივიდუალური მოთამაშეა და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს. მაგრამ მას კარგი ურთიერთობა აქვს ახალ მემარჯვენეებთან. თავის მხრივ, ეს პოლიტიკური ძალა ორივე ლიდერით - გამყრელიძითა და გაჩეჩილაძით - იყო წარმოდგენილი პრეზიდენტთან შეხვედრაზე.
საფიქრებელია, რომ "ახლების" როლი პოლიტიკურ სპექტრში სულ უფრო მეტად გაიზრდება. ისინი პრეზიდენტს საკუთარ პარტიას ახალ საყრდენად უკვე ღიად სთავაზობენ. თუმცა დღეს შევარდნაძეს ბევრი ბერკეტი უპყრია ხელთ და არჩევანის გაკეთებას ნამდვილად არ იჩქარებს. აჩქარება მას საერთოდ არ ახასიათებს. ახლა საინტერესო ისაა, რით უპასუხებენ პრეზიდენტის ახალ გამოწვევას პოლიტიკური პარტიები, პირველ რიგში, მოქალაქეთა კავშირი.