თბილისში ხანძრის შედეგად სერიოზულად დაზიანდა

თბილისში ხანძრის შედეგად სერიოზულად დაზიანდა ბოტანიკის ინსტიტუტის შენობა. დაიწვა ბიბლიოთეკა და ერთ-ერთი ლაბორატორია.
თბილისში ხანძრის შედეგად სერიოზულად დაზიანდა ბოტანიკის ინსტიტუტის შენობა. დაიწვა ბიბლიოთეკა და ერთ-ერთი ლაბორატორია.
შენობას ცეცხლი წაუკიდეს ლტოლვილებმა, რომელთა გასახლებასაც შეეცადა შენობიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური რაზმი. ასზე მეტმა ლტოლვილმა კოდორის ხეობიდან - ძირითადად ქალებმა და ბავშვებმა - ინსტიუტის შენობა რამდენიმე კვირის წინ დაიკავა მას მერე, რაც ხელისუფლებამ უარი უთხრა მათ ბინებით უზრუნველყოფაში.