იმედია, არ მიწყენენ დუისელები, თუ ვიტყვი, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ ეს პატარა სოფელი (თუნდაც პანკისის ხეობის მთავარი დასახლებული პუნქტი ყოფილიყო) თვით საქართველოშიც კი ცოტა ვინმემ თუ იცოდა.
დღეს დუისი – და მასთან ერთად მთელი პანკისის ხეობა – საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთ ცენტრად თუ არა, ერთ-ერთ პუნქტად მაინც არის გამოცხადებული. და თუ უცხოეთის პრესაში ბოლო დღეების მანძილზე გამოქვეყნებული მასალებით ვიმსჯელებთ, იოლად დავასკვნით, რომ დუისი დასავლელი სტუმრების მიღებას ვერ აუდის. წინა გადაცემაში ჩვენ გაგაცანით დუისში მომზადებული და შემდეგ გაზეთ “ლოს ანჯელეს ტაიმსში” გამოქვეყნებული სტატია, დღეს კი გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს ბრიტანეთის გაზეთ “გარდიანში” 20 მარტს დაბეჭდილი წერილიდან, რომლის ავტორი თავის მკითხველებს ასევე დუისიდან მოუთხრობს.
“გარდიანის” სპეციალური კორესპონდენტი იენ ტრეინორი სტატიის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ გარეშე პირების გამოჩენა დუისში არ უხარიათ. იგი აღწერს საბრძოლო ფორმებში გამოწყობილ, შეიარაღებულ და, როგორც წესი, წვეროსან ახალგაზრდა მამაკაცებს და იმ დაძაბულსა და, როგორც თვითონ ამბობს, “უნდობლობით გაჟღენთილ” ატმოსფეროს, რომელიც იქ სუფევს.
“პანკისის ხეობაში გადაიკვეთა ჩეჩნეთში რუსეთის ომისა და ამერიკის ავღანური კამპანიის გზები – წერს “გარდიანის” კორესპონდენტი. – გასარკვევი ის არის, ეს ორი ომი ერთად იქცევა თუ პირიქით, ერთმანეთს დაუპირისპირდება.”
ავტორის თქმით, ვაშინგტონი ფიქრობს, რომ პანკისის ხეობაში საუდის არაბეთიდან, იორდანიიდან და ალჟირიდან ჩასული 80-მდე ისლამისტი ექსტრემისტი იმყოფება. მაგრამ იქვე მოჰყავს ახმეტის პოლიციის უფროსის ავთანდილ თურქიაშვილის სიტყვები, რომ პანკისის ხეობაში ერთი საერთაშორისო ტერორისტიც არავის უნახავს. აი, ვაჰაბისტები კი გვყავსო, არ დაუმალავს თურქიაშვილს ბრიტანელი ჟურნალისტისთვის.
იენ ტრეინორის თქმით, საქართველოსთვის სამხედრო დახმარების ეს კონკრეტული პროექტი ექვს თვეზეა გათვლილი და 64 მილიონი დოლარი ჯდება. “საომარ მოქმედებებში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობას პროექტი არ ითვალისწინებს, მაგრამ საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა იმდენად სავალალოა, რომ მათ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუწევთ. და კაცმა არ იცის, შეძლებენ თუ არა ისინი ხეობაში ისეთი ოპერაციების ჩატარებას, როგორიც შეერთებულ შტატებს მიაჩნია საჭიროდ. ცხადი ის არის, რომ პენტაგონი აქ უფრო დიდხანს აპირებს დარჩენას, საქართველო კი ამერიკელ ჯარისკაცებს აღიქვამს ჯადოსნურ საშუალებად დასნეულებული, დაჩაჩანაკებული ქვეყნის გაჯანსაღებისთვის.”
საინტერესოა წერილის ის მონაკვეთი, რომელშიც ავტორი თბილის-ვაშინგტონის სამხედრო თანამშრომლობის ორმხრივ სარგებლობაზე მსჯელობს. მისი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოსთვის ეს თანამშრომლობა სასიკეთო იქნება.
“ნაკლებად ნათელია, რის გამორჩენას იმედოვნებენ ამერიკელები. ექსპერტები რამდენიმე შესაძლებლობას ასახელებენ: რუსეთისთვის არაორაზროვნად მინიშნებას, თავი დაანებოს პოსტსაბჭოთა საქართველოს; უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილ ამოცანას, დაიცვას საქართველოზე გამავალი მილსადენები, რომლებითაც კასპიის ზღვის ბუნებრივი წიაღისეულის ტრანსპორტირება ხდება; ან უფრო ახლო მომავალის საქმეს: ომისთვის მზადებას სადამ ჰუსეინის ერაყის წინააღმდეგ, რომელიც აქედან სამხრეთით 300 მილის მანძილზე მდებარეობს.”
ამ უკანასკნელ ვარაუდს იქვე აბათილებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი ბურდულის განცხადება იმის თაობაზე, რომ ერაყის წინააღმდეგ იერიშის მომზადებაში მონაწილეობა საქართველოსთვის დიდი პრობლემა იქნებოდა.