შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ისრაელში ჩავიდა.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ისრაელში ჩავიდა.
დღეისთვის დანიშნულია მისი მოლაპარაკება ისრაელის პრემიერ-მინისტრთან არიელ შარონთან, თავდაცვის მინისტრთან ბინიამინ ბენ-ელიეზერთან და პრეზიდენტთან მოშე კაცავთან. მოლაპარაკების მთავარი თემაა პალესტინელებთან საზავო შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა. მიღებული ცნობების თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მზად არის, პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელებსაც შეხვდეს. მაგრამ როგორც თვითმმართველობის ინფორმაციის მინისტრმა, იასირ აბედ რაბომ განაცხადა, ჩეინისთან არავითარი მოლაპარაკება არ შედგება, თუ ის არ დათანხმდა ავტონომიის ლიდერთან, იასირ არაფატთან შეხვედრას.