საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მხოლოდ პოლიტიკური, მშვიდობიანი საშუალებებით იზრუნოს მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებით.

ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის დირექტორმა კახა სიხარულიძემ. მისივე თქმით, ეს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიციაა. ასეთი კომენტარი გაუკეთა კახა სიხარულიძემ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, თითქოს საქართველო აპირებს, ვაშინგტონთან სამხედრო თანამშრომლობა აფხაზების წინააღმდეგ გამოიყენოს.