მსოფლიო ბანკმა, შესაძლოა, გაზარდოს საქართველოსადმი

მსოფლიო ბანკმა, შესაძლოა, გაზარდოს საქართველოსადმი დახმარების მოცულობა.
მსოფლიო ბანკმა, შესაძლოა, გაზარდოს საქართველოსადმი დახმარების მოცულობა.
ამ შინაარსის განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში. გაუკეთა რა კომენტარი თბილისში მსოფლიო ბანკის სამხრეთი კავკასიის განყოფილების დირექტორის ჯუდი ო’კონორის ვიზიტს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი უახლოეს მომავალში საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას შეაფასებს და ამ შეფასებაში აისახება დადებითი ტენდენციები, რომელიც ბოლო დროს ფისკალურ სფეროში და სახელმწიფო სექტორის მართვაში გამოიკვეთა. შევარდნაძის თქმით, მსოფლიო ბანკის საკრედიტო თანხების მოცულობა დამოკიდებულია სესხის მიმღები ქვეყნის პოლიტიკაზე და იმ დასკვნებზე, რომელსაც ეს საფინანსო ინსტიტუტი ყოველწლიურად შეიმუშავებს.