მსოფლიოს ლიდერები მიესალმნენ დღეს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის, აბდულას მიერ წამოყენებულ წინადადებას, რაც ახლო აღმოსავლეთში ძალადობის შესაწყვეტადაა გამიზნული.

გაზეთ ”ნიუ-იორკ ტაიმსისათვის” გასული კვირის ბოლოს მიცემულ ინტერვიუში აბდულამ განაცხადა, რომ განზრახული ჰქონდა შეეთავაზებინა არაბული ქვეყნებისთვის - ერთხმად აღიარონ ისრაელის სახელმწიფოს არსებობა, თუ ეს უკანასკნელი პალესტინელთა ტერიტორიებიდან გაიყვანს თავის ჯარს. მაგრამ პრინცმა თქვა, რომ შეცვალა გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო ოპერაციამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო.