სამ ათეულ წელიწადზე მეტია, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართებოდა შვეიცარიის მაღალმთიან საკურორტო ქალაქ დავოსში.
წლეულს ამ ფორუმს, 31 იანვრიდან 4 თებერვლამდე, ნიუ იორკი მასპინძლობდა – ქალაქი, რომელმაც 11 სექტემბრის ტრაგედია გადაიტანა. მასპინძლის შეცვლა, უწინარესად, ამ ქალაქისადმი სოლიდარობის გამოხატვის სურვილმა განაპირობა. რით იყო გამორჩეული წლევანდელი შეხვედრა? რა პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება მისმა მონაწილეებმა?
ხუთდღიან შეკრებას 2700-მდე მონაწილე ჰყავდა. მათ შორის იყვნენ მეფეები და პრეზიდენტები, მრეწველობის მაგნატები და ეკონომიკის ექსპერტები, მსხვილი ფინანსისტები და პროფკავშირების ლიდერები. განხილულ საკითხთა სპექტრი ფართო იყო: მსოფლიოში სიღატაკის აღმოფხვრის გზებით დაწყებული და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლით დამთავრებული.
ძლიერთ ამა ქვეყნისა, რომლებმაც ორშაბათს შავ ლიმუზინებში მოკალათებულებმა დატოვეს ნიუ იორკის სასტუმრო “ვალდორფ-ასტორია”, ალბათ ყურში ჩაესმოდათ ფორუმის დახურვისას, გაეროს გენერალური მდივნის მიერ წარმოთქმული სიტყვები. ჩვენი პლანეტა კოფი ანანმა ხალხით სავსე ნავს შეადარა: “ვერც ერთი ჩვენგანი ვერ მისცემს თავს უფლებას, უგულებელჰყოს ამ პატარა ნავში მსხდომი თანამგზავრების მდგომარეობა, – აღნიშნა გაეროს ხელმძღვანელმა – თუ ისინი ავად გახდნენ, ინფექციის გადადების საფრთხე ყოველ ჩვენგანს დაემუქრება. ხოლო თუ ისინი ბრაზმა მოიცვა, ამან ყოველ ჩვენგანს შეიძლება ავნოსო.”
იმის დასტურად, რომ მდიდარ სახელმწიფოებს უფლება არა აქვთ, უყურადღებოდ დატოვონ ღარიბ ქვეყნებში მზარდი უკმაყოფილება, კოფი ანანმა ხელი სულ რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ქვემო მანჰეტენისკენ გაიშვირა, სადაც ერთ დროს ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორი 110-სართულიანი ცათამბჯენი იდგა.
თავის გამოსვლაში კოფი ანანმა მსოფლიოს მსხვილ კომპანიებს მოუწოდა, მეტი ფული ჩადონ ღარიბ ქვეყნებში ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროების განვითარების პროგრამებში. მდიდარი სახელმწიფოების მთავრობათა მისამართით კი გენერალურმა მდივანმა გამოთქვა მოწოდება, 100 მილიარდ დოლარამდე, ანუ ორჯერ გაზარდონ ფინანსური დახმარება განვითარებადი ქვეყნებისადმი.
“თუ ეს ქვეყნები ბედის ანაბარა დავტოვეთ, ისინი ან საერთოდ დაიშლებიან, ან კონფლიქტებისა და ანარქიის ტყვეობაში აღმოჩნდებიან, რითაც ხიფათს შეუქმნიან მეზობლებსაც და პოტენციურად – როგორც 11 სექტემბრის მოვლენებმა ასე დაუნდობლად შეგვახსენა – მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებასაც.”
კოფი ანანის ამ სიტყვებს დარბაზი ტაშით შეხვდა. მაგრამ გადაჭარბებული იქნებოდა იმის მტკიცება, რომ გაეროს გენერალური მდივნის გამოსვლა ფორუმის ყველა მონაწილეს ერთნაირად მოეწონა. პირიქით, ბიზნესმენთა ნაწილმა აშკარა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მსხვილ კომპანიებს უმართებულოდ სთხოვენ მსოფლიოს წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებას.
მაგალითად, სასურსათო მწერველობის გიგანტის, კომპანია “ნესტლეს” მესვეურმა, პეტერ ბრაბეკ-ლეტმათემ, განაცხადა, რომ ბიზნესმენებს ხშირად ისეთი რამის გაკეთებას სთხოვენ, რაც მათი საქმე სულაც არ არის. ბრაბეკ-ლეტმათეს აზრით, ბიზნესმენებმა ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რაც ყველაზე უკეთ ხელეწიფებათ; ანუ აკეთონ ფული და შექმნან სამუშაო ადგილები, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.
“მსოფლიო მასშტაბით ჩვენი უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობა სწორედ სამუშაო ადგილების შექმნაში მდგომარეობსო, განაცხადა “ნესტლეს” ხელმძღვანელმა და დასძინა: სიღატაკის აღმოფხვრის ერთადერთი გზა დედამიწის მოსახლეობის დასაქმებააო.
დაბოლოს აღვნიშნავ, რომ წლევანდელმა ფორუმმა შედარებით მშვიდად ჩაიარა. გლობალიზაციის მოწინააღმდეგეებმა, მართალია, რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყეს, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.