24-25 იანვარს, თბილისში დახურულ კარს მიღმა,
სუუამის წევრი სახელმწიფოების ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის მე-8 სხდომა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე სუუამის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ჯგუფს, რომლის ოფიციალური კურთხევა ვაშინგტონში, ნატოს საიუბილეო სამიტზე მოხდა, ექსპერტები სერიოზულ რეგიონულ ორგანიზაციად, მათ შორის, ერთგვარ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირად ტრანსფორმირებასაც უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ გაერთიანების ინსტიტუციონალიზაცია არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა. მით უფრო სუუამის წევრი ცალკეული ქვეყნების მისწრაფების რეალიზება სამხედრო თანამშრომლობის სფეროში, რაც თავის დროზე ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის შექმნის იდეასაც კი ითვალისწინებდა.
1999 წელს, ნატოს საიუბილეო სამიტის წინა დღეებში, თბილისთან ახლოს, იაღლუჯას პოლიგონზე უჩვეულო სამხედრო წვრთნა ჩატარდა. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით გამართული სწავლების ლეგენდის თანახმად, საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის სამხედრო ოცეულები, საგანგებო სიტუაციებში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ტრასაზე უსაფრთხოების დაცვის ერთობლივ ამოცანებს ასრულებდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში გამართული მანევრები უმალ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ სწავლებაზე საქართველოში მხოლოდ სამი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, პრესის მიერ ეს ღონისძიება, თითქმის ერთხმად, სუუამის ქვეყნების პირველ ერთობლივ წვრთნად მოინათლა. გამოითქვა მოსაზრებაც, რომ სუუამი შესაძლოა გარდაიქმნას რეგიონულ ორგანიზაციად, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით, ნატოს შეხვედრები სუუამთან მოეწყოს სქემით 16+5.
“სუუამს ჩვენ მივიჩნევთ რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელოვანგარანტად. და როცა ვამბობ “ჩვენ”, ვგულისხმობ შეერთებული შტატების მთავრობის უმაღლეს დონეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სუუამის, როგორც რეგიონული ორგანიზაციის განვითარებას. აგრეთვე მივესალმებით სუუამისა და ევროატლანტიკური სტრუქტურების კავშირურთიერთობების გაღრმავებას”, აცხადებდა აშშ ეროვნული უშიშროების საბჭოს განყოფილების უფროსი ფრენკ მალერი უკრაინულ გაზეთ “ზერკალო ნედელიში” 2001 წლის 23 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
თუმცა, სულ მალე გაირკვა, რომ “ხუთეულის” წარმოამდგენლები აბსოლუტურად განსხვავებულად აფასებდნენ სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივას სუუამის ფარგლებში, რასაც ექსპერტები რეგიონზე რუსეთის ფაქტორის გავლენით ხსნიდნენ. სუუამი ხომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე არსებული პირველი ჯგუფია, რომელშიც რუსეთი არ მონაწილეობს. ამიტომ, სწორედ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით მოხდა თავდაპირველად აღებული სამხედრო-პოლიტიკური კურსის შეცვლა და უპირატესობა ნავთობის დერეფნის უშიშროების უზრუნველყოფაში სუუამის ზოგიერთი ქვეყნის ჩაბმის “რბილ ვარიანტს” მიენიჭა.
თუმაცა, როგორც სუუამში საქართველოს კოორდინატორი ზურაბ ბერიძე აცხადებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სამხედრო თანამშრომლობას “ხუთეულის” შიგნით პერსპექტივა აღარ გააჩნია:
[ზურაბ ბერიძის ხმა] “არა, ეს სეგმენტი არ ამოვარდნილა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ძირითად ყურადღებას ეკონომიკურ თანამშრომლობას, პოლიტიკურ თანამშრომლობას ვაქცევთ. თუმცა განხილული იყო და დღის წესროგში დგას, მაგალითად, ნავთობსადენისა და აი, ამ კორიდორის დაცვის საკითხი.”
გასული წლის 11 სექტემბერს ნიუ-ირკსა და ვაშინგტონში მომხდარი ბარბაროსული ტერორისტული აქტების შემდგომ, სუუამის წევრმა ქვეყნებმა კიდევ უფრო გამოკვეთეს უშიშროების სფეროში თანამშრომლობის სურვილი. 2001 წლის 14 ნოემბერს აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვეთის, უკრაინისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, აგრეთვე აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, მარკ გროსმანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს. განცხადების თანახმად, სუუამის ქვეყნები გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ ერთად და აღიარებენ ერთობლივი ქმედების აუცილებლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოება, ნარკო-ტრეფკინგებთან ბრძოლა, იარაღით უკანონო ვაჭრობა და უკანონო მიგრაცია.
ამის გათვალისწინებით, თბილისში 25 იანვარს შეკრებილი სუუამის ქვეყნების წარმომადგენლები გამოვიდნენ ინიციატივით, შეიქმნას ტერორიზმისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი ჯგუფები.
[ზურაბ ბერიძის ხმა] “ჩვენ ოქმში აღვნიშნეთ სპეციალურად, რომ მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, გააქტიურონ მსოფლიო საზოგადოებრიობასთან ტანამშრომლობასაერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყველა ქვეყანაში უნდა დაჩქარდეს რატიფიკაციის პროცესი და უახლოეს მომავალში ეს პროცესი, ალბათ, დასრულებული იქნება.”
როგორც ირკვევა, ამ ამოცანების გადასაჭრელად სუუამს მნიშვნელოვან მხარდაჭერას აშშ მთავრობა ჰპირდება. ჰარვარდის სავი ზღვის უშიშროების პროგრამის ოფისის ინფორმაციით, ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც სუუამის ქვეყნებს შეუძლიათ თავიანთი ერთიანი მიზნებისა და მოთხოვნილებების განსახორციელებლად 2002 წელს 37 მილიონი დოლარი გამოიყენონ.
თუმცა, თავდაპირველად საჭიროა სუუამის გაფორმება, რაც, როგორც ითქვა, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მეტიც, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სუუამი სულ უფრო მეტად ემსაგავსება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას, რომელიც, ნაცვლად იმისა, რომ მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზებაზე იფიქროს, უფრო მეორეხარისხოვანის საკითხების გადაწყვეტითაა დაკავებული.
ასეთ ფონზე კი სუუამის შიგნით უშიშროებისა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხი, რა თქმა უნდა, შორეული პერსპექტივის საქმედ მოჩანს.