წარსულის ინერციით, დღესაც ბევრი პოლიტიკოსი მოქალაქეთა კავშირს "მმართველ პარტიად" მოიხსენიებს.
ასეთ შეფასებას პარტიის ლიდერები მაშინაც კი არ ეთანხმებოდნენ, როდესაც მოქალაქეთა კავშირი საპარლამენტო უმრავლესობის ბირთვს ქმნიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, "მმართველ პარტიად" მოქალაქეთა კავშირის შეფასება აღიზიანებდა თავად პარტიის თავმჯდომარეს - ედუარდ შევარდნაძეს.
იმის შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეთა კავშირი შეიქმნა, ამ პარტიამ ყველა საპარლამენტო არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. პარტიის თავმჯდომარე ყოველთვის ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ამავე პარტიის წევრები ფლობდნენ პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტებსაც. ყველა ფორმალური ნიშანი ადასტურებდა, რომ მოქალაქეთა კავშირი წლების მანძილზე მართლაც მმართველ პარტიად რჩებოდა.
დღეს ამ პარტიამ, სახელისუფლო ბერკეტებთან ერთად, დაკარგა საკუთარი სახეც და მკაფიო ორიენტაციაც. რას წარმოადგენს ამჟამად მოქალაქეთა კავშირი და მისი საპარლამენტო ფრაქცია? - პასუხი არ არსებობს.
რატომ ჰყავს ფრაქციას ფორმალურად ერთი ლიდერი, ფაქტობრივად კი მეორე - გაუგებარია. პარტიის მრავალრიცხოვანი წევრებიდან ვინ დარჩა მოქალაქეთა კავშირში და ვინ - არა, საზოგადოებისთვის უცნობია. რა ნიშას იკავებს პარტია პოლიტიკურ სპექტრში - პრეზიდენტის მხარდამჭერს თუ ოპოზიციურს - ბუნდოვანია.
პრესის ვერსიით, მოქალაქეთა კავშირის პოტენციური პარტნიორები არიან მიხეილ სააკაშვილის გუნდი და ტრადიციონალისტები. თუმცა, საპირისპირო ინფორმაციის მომცველ ინტერვიუებს აქვეყნებენ, ერთი მხრივ, კოტე კემულარია, მეორე მხრივ - მაია ნადირაძე და ალექსანდრე შალამბერიძე. ამ ინტერვიუების სულისკვეთება ისაა, რომ ჟვანიას მატარებელმა უკვე ჩაიარა და მასთან (ისევე, როგორც მოქალაქეთა კავშირთან) პოლიტიკური თანამშრომლობა გამორიცხულია. მეორე მხრივ, ფრაქცია "აღორძინების" წევრი გივი ბოლოთაშვილი ჟვანიას "ძალიან ჭკვიან პიროვნებას და პოლიტიკურად გამობრძმედილ ფიგურას" უწოდებს. მოკლედ, ყველაფერი ყირამალაა.
უეჭველია, რომ დღეს მოქალაქეთა კავშირი იკავებს ნიშას პრეზიდენტის კონსერვატიზმსა და სააკაშვილის რადიკალიზმს შორის. არსებობს ასეთი ვერსიაც: ედუარდ შევარდნაძე პარტიას არ გაემიჯნა იმ მიზნით, რომ ჟვანიას მეშვეობით ირიბად აკონტროლოს სააკაშვილი. ეს როლი საკმაოდ უსახურია როგორც მოქალაქეთა კავშირისთვის, ისე მისი ამჟამინდელი ლიდერისთვის. თუმცა, ჟვანიამ ნებაყოფლობით იტვირთა "დინჯი" ლიდერის როლიც და აგრესიაც, რომელიც საზოგადოებაში არსებობს მოქალაქეთა კავშირის მიმართ. რატომ? პასუხი უცნობია.
ასე რომ, მოქალაქეთა კავშირი, თავის ლიდერიანად, პირობითად თუ ვიტყვით, - ხალიჩაზე ბეჭებით არის გაკრული და, თანაც, უცნაურად გატრუნული. პარტიის სასიცოცხლო გზა მის გააქტიურებაზე გადის. საბიუჯეტო განხილვა კი ამისთვის საუკეთესო ასპარეზია. თუ ბიუჯეტი მოქალაქეთა კავშირის ხმების გარეშე დამტკიცდება, ამ გადაწყვეტილების დადებით შედეგს პარტია შემდეგ თვეებში მოიმკის. ხოლო თუ ბიუჯეტი მათი ხმების გარეშე ვერ გავა და "ჩავარდება", მოქალაქეთა კავშირი უფრო სერიოზულ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება.