საქართველოს პარლამენტი 2002 წლის ბიუჯეტს განიხილავს. ერთი შეხედვით, წლევანდელი საბიუჯეტო პროცესი გასული წლების გამოცდილებას იმეორებს:
სტრატეგიაზე და პრიორიტეტებზე საუბრის ნაცვლად, პარლამენტის წევრები ისევ კონკრეტულ საკითხებს ლობირებენ. თუმცა, საფიქრებელია, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი პოლიტიკური თვალსაზრისით გაცილებით საინტერესო აღმოჩნდება, ვიდრე გასული წლების ბიუჯეტები.
პარლამენტში ბიუჯეტის განხილვისას კერძო საკითხების ლობირებას თან ერთვის ფრაქციების სერიოზული მოთხოვნები; მაგალითად, პედაგოგების ხელფასების გაორმაგება, თანხის გამოყოფა მრეწველობის
განვითარებისთვის, ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა დამატებითი ფინანსებით და სხვა...
ასეთ მოთხოვნებს თავად პოლიტიკოსები პოპულიზმად აფასებენ. კურიოზებიც ხდება: ფრაქციების ლიდერები - ირაკლი გოგავა და კოტე კემულარია - ცალ-ცალკე იჩემებენ პედაგოგების ხელფასების გაორმაგების ინიციატივას. ხოლო სოციალისტები იხსენებენ, რომ მრეწველობის განვითარებისთვის სოლიდური თანხის ჩადებას ჯერ კიდევ 1997 წლის ბიუჯეტში ითხოვდნენ; შესაბამისად, ირაკლი მინდელი ამ იდეის ხელახალი გაცოცხლების გამო მრეწველებსა და ზურაბ ჟვანიას "პლაგიატებს" უწოდებს.
მაგრამ პოპულიზმი, რაც ბუნებრივიც კია მოახლოებული არჩევნების წინ, არ არის 2002 წლის საბიუჯეტო განხილვის მთავარი თავისებურება. მთავარი ისაა, რომ თუ პოლიტიკური პროცესი მოითხოვს, ამ ბიუჯეტს დღევანდელ მთავრობას მთლიანად გადააყოლებენ. ფაქტობრივად, ბიუჯეტი ერთადერთი ბერკეტია, რომლითაც პარლამენტი მთავრობის საქმიანობას აკონტროლებს. ამიტომ, დღეს პოლიტიკოსებს საბიუჯეტო განხილვა ორი ნიშნით აინტერესებთ: ერთი ის, რომ მოიძებნოს თანხა საზოგადოებისთვის მოსაწონი ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად; მეორე კი ის, რომ ბიუჯეტი იძლეოდეს საშუალებას, აუცილებლობის შემთხვევაში, მის შეუსრულებლობას გადაჰყვეს მთავრობა.
მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი ახლა მეტისმეტად მნიშვნელოვანია. ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტი არა და არ სრულდება. წლევანდელი ბიუჯეტის შესრულება კი მთავრობისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხად შეიძლება იქცეს. ამიტომ, ჯორბენაძე და ნოღაიდელი რეალური პარამეტრების შენარჩუნებას შეეცდებიან; პარლამენტი კი პარამეტრების გაზრდისთვის იბრძოლებს. ეს გამოწვეული იქნება ორგვარი არგუმენტაციით: საზოგადოებისთვის თავის მოწონების სურვილით და მთავრობის პასუხისმგებლობის გაზრდის განზრახვით.
ამიტომ ფრაქციები, ბიუჯეტისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ, რთულ პირობებს აყენებენ. მთავრობა იძულებულია, პარლამენტართა მოთხოვნების ნაწილი მაინც დააკმაყოფილოს. ავთანდილ ჯორბენაძეს უკვე კატეგორიულად სთხოვენ, რომ სიტყვიერი თანხმობა - რასაც ხალისით იძლევა - თანხებში ასახოს.
საბოლოოდ, პარლამენტი ბიუჯეტს მიიღებს და ამის დასტურია რადიკალურად განწყობილი დეპუტატის - კობა დავითაშვილის მოსაზრება: ბიუჯეტი მივიღოთ და რამდენიმე თვეში მის შეუსრულებლობას მთავრობა გადავაყოლოთო. ვითარებას ართულებს ავთანდილ ჯორბენაძის ფაქტორი, რომელსაც არც პარლამენტარების განაწყენება სურს და არც მათი მოთხოვნების შესრულება ძალუძს. მიაგნებს თუ ვერა სახელმწიფო მინისტრი ოქროს კვეთს, - ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის შემდგომ კარიერას და დღევანდელი მთავრობის ბედს.