დავით პაიჭაძე, თბილისი
ამ კვირაში ქართული საზოგადოება ერთი უჩვეულო დისკუსიის მოწმე გახდა. ჟურნალ "დრო მშვიდობისას" გასული წლის მაისის ნომერში დაიბეჭდა მწერალ ლაშა ბუღაძის მოთხრობა "პირველი რუსი".
მოთხრობა ზამთარში წაიკითხეს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "ხრიდოლის" წევრებმა, შერაცხეს ის ქართული ტრადიციებისა და ქართველი წმინდანის შეურაცხმყოფელად, გამოაქვეყნეს მძაფრი წერილი გაზეთ "რეზონანსში", რასაც უპასუხა "დრო მშვიდობისას" რედაქტორმა ირაკლი კაკაბაძემ. ამის შემდეგ დაიწერა პასუხის პასუხი პასუხითურთ. მწერლის, მოთხრობისა და ჟურნალის წინააღმდეგ გაილაშქრა დეპუტატმა გურამ შარაძემ; მან რეაგირება თხოვა პარლამენტს და წმინდა სინოდის მოწვევაც კი მოითხოვა, რომ იტყვიან, საკითხის გასარკვევად. საპასუხოდ ჟურნალის რედკოლეგიის წევრებმა გამართეს პრეს-კონფერენცია, სადაც შარაძის გამოსვლა ცენზურის მცდელობად და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ გამოხტომად შეაფასეს.
ლაშა ბუღაძის მოთხრობაში ირონიულად არის აღწერილი თამარ მეფის პირველი ქმრის, იური ბოგოლიუბსკის ზოოფილური მიდრეკილებანი და მამაკაცური მარცხი ქორწინების პირველ ღამეს. “ხრიდოლის” წევრებმაც და გურამ შარაძემაც ბუღაძის აღწერები წმინდანის, ქართველთა საერთო დედის შეურაცხყოფად მიიჩნიეს. არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა უნარი ისტორიული პიროვნებისა და ლიტერატურული პერსონაჟის ერთმანეთისაგან გამიჯვნისა. შარაძის დემარშის პასუხად ჟურნალ “დრო მშვიდობისას” რედკოლეგიის წევრებმა, ირაკლი კაკაბაძემ, გიორგი მაგრველაშვილმა და გიორგი ხუციშვილმა განაცხადეს, გაუგებარია, რატომ იჩემებს ეს კაცი (ანუ გურამ შარაძე) ეროვნული ღირებულებების პრივატიზაციასო. დეპუტატ შარაძის დასახასიათებლად მათ გამოიყენეს ყველა ის მოსაზრება, ცნება თუ ეპითეტი, რომელთაც, წესისამებრ მიმართავენ ადამიანები, კარგად რომ იცნობენ შარაძეს და არ იზიარებენ მისი გულშემატკივრების პოზიციებს. გამოთქვეს ეჭვი, რომ ლაშა ბუღაძის მოთხრობა დეპუტატს საერთოდ არ წაუკითხავს. არ მახსოვს, გურამ შარაძეს ნამდვილ საქვეყნო პრობლემაზე ხმა ამოეღოს, კორუფციის ან მთავრობის წინააღმდეგ ეთქვას რაიმე – განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ. ჟურნალ “დრო მშვიდობისას” რედკოლეგიის კიდევ ერთმა წევრმა, ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ კი ჩემთან საუბარში თქვა, რომ ლიტერატურის იდეოლოგიად აღქმა საბჭოური ატავიზმია, ხოლო თამარ მეფისადმი ისტერიული პიეტეტის მიზეზები ასე ახსნა [გაგა ნიჟარაძის ხმა]: ”საქართველოს საზოგადოებრივ ცნობიერებას არა აქვს დასაყრდენი აწმყოში, ცუდად ვცხოვრობთ ახლა... ქვეყანა არასტაბილურია, ღარიბი, ეკონომიკურად გაჭირვებული და ერთადერთი, რაც მყარი, თითქოს შეულახავი და შეუვალია – არის წარსული. ამ წარსულში არის რამდენიმე ბურჯი: თამარი, ილია, დავით აღმაშენებელი, რომელიც მითოლოგიზებულია და შედარებით გაუნათლებელ მასას ყველაზე მეტად ეშინია ამ უკანასკნელი ბურჯის ხელყოფისა. რაღაცნაირად ჰგონიათ, თუ ამას რამე მოუვიდა – მორჩა, გათავდა! არადა, არ არის ეგრე; ქართული კულტურა ძლიერი კულტურაა, მრავალი ხნის განმავლობაში ისიც წაუქცევიათ, ესეც წამოუქცევიათ და მაინც შეუნარჩუნებია ენაც, ადათიც და ა.შ.”
მთელი ამ ამბიდან ჯერჯერობით ის გამოვიდა, რომ ლაშა ბუღაძის აქამდე უცნობი მოთხრობა წაუკითხავად გახდა პოპულარული. ახალგაზრდა მწერალს უკვე რამდენიმე გამომცემელი დაუკავშირდა “პირველი რუსის” ხელახლა დასტამბვის წინადადებით.