ვატიკანმა ისრაელი გააკრიტიკა გადაწყვეტილებისთვის, პალესტინელთა

ვატიკანმა ისრაელი გააკრიტიკა გადაწყვეტილებისთვის, პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატისთვის, ისრაელის ტერიტორიით, ქალაქ ბეთლემში ჩასვლა აეკრძალა.
ვატიკანმა ისრაელი გააკრიტიკა გადაწყვეტილებისთვის, პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატისთვის, ისრაელის ტერიტორიით, ქალაქ ბეთლემში ჩასვლა აეკრძალა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, არიელ შარონმა, არაფატს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დააპატიმროს ამ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრის, რეჰავემ ზეევის მკვლელები, რომლებიც, ისრაელის ვარაუდით, პალესტინელთა ტერიტორიებზე იმალებიან. და რაკი არაფატმა ეს მოთხოვნა ვერ შეასრულა, მას ბეთლემში ჩასვლის უფლებას არ მისცეს. პალესტინელთა ლიდერს ბეთლემში, საშობაო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა სურდა. 1995 წლიდან მოყოლებული, არაფატი სისტემატურად მონაწილეობდა ბეთლემის საშობაო წირვაში. დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელებმა ებრაელი მოსახლე დაჭრეს. ამის შემდეგ ატეხილ სროლაში ერთი პალესტინელი დაიღუპა.