შაბათს, ბრიუსელში, ევროპის კავშირის სამიტის მონაწილეებმა ოფიციალურად დაასახელეს ათი სახელმწიფო, რომლებიც 2004 წელს შეიძლება კავშირში გაწევრიანდნენ.
ეს ქვეყნებია: ესტონეთი, კიპროსი, მალტა, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. სამიტის დასკვნით განცხადებაში დადებითად არის შეფასებული ევროპის კავშირში ბულგარეთისა და რუმინეთის შესვლის პერსპექტივებიც.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროპის კავშირის ხელმძღვანელობა ოფიციალურად აქვეყნებს კავშირში გაწევრიანების კანდიდატთა სიას მას შემდეგ, რაც ნიცის შარშანდელ სამიტზე პირველად გამოცხადდა კავშირის გაფართოების სავარაუდო თარიღი: 2004 წელი.
ამასთანავე, ევროკავშირის ლიდერებმა გაწევრიანების მსურველებს არაორაზროვნად განუცხადეს, რომ თავიანთი ამ სურვილის განსახორციელებლად მათ ჯერ კიდევ დიდი შრომა მოუწევთ.
სამიტის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ეთანხმებიან ევროპის კომისიის ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ გაწევრიანების კანდიდატი ხსენებული ათი ქვეყანა 2004 წლამდეც ამავე ტემპით განაგრძობს რეფორმების გატარებას, მაშინ ეს სახელმწიფოები დადგენილი ვადისთვის შეიძლება მზად იყვნენ კავშირში შესასვლელად.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ნოემბერში გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური ანგარიში, რომლის ავტორთა ვარაუდით, გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესი ათმა კანდიდატმა ქვეყანამ 2002 წლის ბოლომდე უნდა დაამთავროს.
თუ ეს ვარაუდი გამართლდა, მაშინ 2004 წლის ივნისამდე, ანუ ევროპარლამენტის ახალ არჩევნებამდე, კავშირის გაფართოებისთვის აუცილებელი ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარება უნდა მოესწროს. თუ, ვიმეორებ, კანდიდატმა ქვეყნებმა იმ დროისთვის კავშირის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლეს.
საერთოდ, ბრიუსელის სამიტის ზოგიერთი მონაწილე გაწევრიანების პირველ ტალღაში მოხვედრილთა სიის გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა საფრანგეთი, რომელიც შიშობს, ვაითუ სიაში მოხვედრამ კანდიდატებს აფიქრებინოს, თავი ქუდში გვაქვსო და ამით სარეფორმო პროცესმა იზარალოს.
საფრანგეთი მხოლოდ მას შემდეგ დაშოშმინდა, რაც ბრიუსელის სამიტის განცხადების ტექსტში კანდიდატთა ათქვეყნიან სიასთან ერთად, შეტანილ იქნა ფრაზა დიფერენციაციის პრინციპის შესახებ; ანუ მკაფიოდ ითქვა, რომ ყოველ ცალკეულ კანდიდატს კონკრეტული მაჩვენებლების მიხედვით განსჯიან და სიაში მოხვედრა სულაც არ არის გაწევრიანების გარანტიის ტოლფასი.
ათქვეყნიანი სიის გარეთ დარჩენილი სამი კანდიდატი სახელმწიფოდან ორის: ბულგარეთისა და რუმინეთის მისამართით განცხადების ავტორებს გამამხნევებელი სიტყვები არ დაუშურებიათ. მაგრამ ექსპერტთა ვარაუდით, ბალკანეთის ამ ორ არცთუ აყვავებულ ქვეყანას 2007 წლამდე არავითარი შანსი არა აქვს, ეგრეთ წოდებულ ”მდიდართა კლუბს” შეუერთდეს. რაც შეეხება მე-13 კანდიდატს, თურქეთს, ის ჯერ მოლაპარაკების პროცესშიც არ ჩაბმულა, და ვიდრე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სერიოზულ ცვლილებებს არ მოახდენს, ვერც ჩაებმება.
ბრიუსელის სამიტზევე გადაწყდა, შეიქმნას ახალი ორგანო – პოლიტიკური საბჭო, რომელმაც მომავალი წლის მანძილზე უნდა განსაზღვრავს უფლებამოსილებები და ფუნქციები ევროპის გაფართოებულ კავშირში. 105-წევრიანი საბჭოს თავმჯდომარედ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ დ’ესტენი აირჩიეს. ევროკომისიის პრეზიდენტის, რომანო პროდის თქმით, პოლიტიკური საბჭოს შექმნა გზას ხსნის ევროპის ახალი მომავლისკენ.