ვინ იღებს საკუთარ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ახალ მთავრობასთან დაკავშირებით? ბოლო დღეებში ეს შეკითხვა ხშირად ისმის პარლამენტის იმ წევრებისგან, რომლებიც კენჭისყრაში არ მონაწილეობენ.
ვინ იღებდა პასუხისმგებლობას ძველ მთავრობაზე? ამ შეკითხვას კი ის ფრაქციები სვამენ, რომლებიც ამჯერად მთელი შემადგენლობით უჭერენ მხარს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს.
ორივე შეკითხვა ლოგიკურია და პასუხს ითხოვს.
ია ანთაძე გესაუბრებათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ძველ და ახალ მთავრობასთან დაკავშირებით.
ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, პარლამენტი მეოთხე მთავრობას ამტკიცებს. პირველი მთავრობა პრეზიდენტმა 1995 წლის არჩევნების შემდეგ წარადგინა და დაამტკიცებინა კიდეც მაშინდელ უმრავლესობას.
იმ მთავრობამ 1998 წლის ზაფხულამდე იმუშავა; ზაფხულში კი ერთიანად გადადგა საპარლამენტო უმრავლესობისვე მოთხოვნით.
საქმე ის იყო, რომ 1998 წლის ზაფხულისთვის პრეზიდენტის საყრდენ რეფორმატორთა გუნდს აღარც მთავრობის სტრუქტურა აკმაყოფილებდა და აღარც მისი პერსონალური შემადგენლობა მოსწონდა. სამ წელიწადში ახალგაზრდების ამბიცია და პროტესტი ერთად, "პაკეტში" გაიზარდა.
ჟვანიას ენერგიული ამბოხის მიუხედავად, პრეზიდენტი მთავრობის მხოლოდ ნაწილობრივ განახლებას დასთანხმდა. შვიდი ახალი მინისტრიდან სამი რეფორმატორების რეკომენდაციით დაინიშნა, ოთხი - კანცელარიის შერჩევით. შვიდივე მათგანი საპარლამენტო უმრავლესობამ ხალისით დაამტკიცა, თუმცა, ამ შვიდიდან ერთი - სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე იყო.
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რომ ლორთქიფანიძე და ჟვანია ერთმანეთში პირდაპირ კონკურენტს ხედავდნენ. უფრო მეტიც, ლორთქიფანიძე მოსკოვიდან ჟვანიას დასასუსტებლად ჩამოიყვანეს. ასეთი იყო პრეზიდენტის ნება, რომელიც ჟვანიამ უხმოდ მიიღო და თავის მხრივ დაამოწმა კიდეც ლორთქიფანიძის მხარდაჭერით.
მესამედ შევარდნაძემ მთავრობა წარადგინა 2000 წლის გაზაფხულზე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც საზოგადოება ამაოდ ელოდა მთავრობის გაწმენდას კორუფციაში ეჭვმიტანილი მინისტრებისგან.
ბევრი მაშინვე გრძნობდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი - კახა თარგამაძე ადრე თუ გვიან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდებოდა ჟვანიას და მის გუნდს; უფრო სწორად, ეს ორი პოლიტიკური ფიგურა დაუნდობლად დაუპირისპირდებოდა ერთმანეთს. ერთი შეხედვით, საპარლამენტო ბერკეტები ჟვანიას ხელში იყო, მაგრამ მან, ლორთქიფანიძის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი მინისტრს, რომლის ჩაგდებაც, ვინ იცის, რად უღირდა.
ჟვანიამ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განმარტა, რატომ ამტკიცებდა პარლამენტი არაპოპულარულ მინისტრებს: განსაკუთრებული არგუმენტაციის და დოკუმენტაციის გარეშე მინისტრის ჩაგდება ნიშნავდა უნდობლობას პრეზიდენტის მიმართ. ამას კი მოქალაქეთა კავშირი ვერ დაუშვებდა.
წლების მანძილზე რეფორმატორები და, მათ შორის, პირადად ჟვანია მხარს უჭერდნენ მათთვის მიუღებელ და საშიშ მინისტრებს. ცხადია, ეს ყველას არ ეხებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ეხებოდა მთავრობის სულ უფრო და უფრო დიდ ნაწილს.
შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა, პრეზიდენტის ხათრით, საკუთარ თავზე იღებდა
პასუხისმგებლობას იმ მინისტრებზე,
რომლებსაც, წინასწარ იცოდა, რომ ვერ გააკონტროლებდა. ხოლო ჟვანია მხარს უჭერდა იმ მინისტრებს, რომლებიც პრეზიდენტს პირადად მასთან დასაპირისპირებლად სჭირდებოდა.
მაშ, ვინ იღებდა პასუხისმგებლობას ძველ მთავრობაზე? ცხადია, მაინც საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც მინისტრების დანიშვნას უზრუნველყოფდა. თუმცა, 1998 წლის ზაფხულიდან რეფორმატორებმა ნელ-ნელა დაიწყეს მთავრობისაგან გამიჯვნა. პრეზიდენტი თავის თანაგუნდელებს სთავაზობდა მათთვის მიუღებელ მინისტრებს; პარლამენტი, თავის მხრივ, ამტკიცებდა და იქვე ემიჯნებოდა მათ. ორივე პროცესი მიმდინარეობდა ერთმანეთის პარალელურად, თუმცა, არც ერთი მხარე კონფლიქტის მოწყობას არ ჩქარობდა.
პირველ ნაბიჯად ზოგი ჟვანიას ღია წერილს მიიჩნევს, ზოგიც პრეზიდენტის გადადგომას პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან - ათვლის წერტილს გააჩნია. ახალი რეალობა - საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა - ნიშნავს, რომ პრეზიდენტს აღარ სურს, მთავრობას ამტკიცებდეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შემდეგ დაუპირისპირდება მას. მეორე მხრივ, ყოფილი უმრავლესობის ლიდერებსაც აღარ უნდათ, მხარი დაუჭირონ იმ მთავრობას, რომელსაც წინასწარ, დამტკიცებამდე საკუთარ მტრად აღიქვამენ.
გაუმართლებს თუ არა არჩევანი პრეზიდენტს ამჯერად? გათვლა მარტივია: დაქუცმაცებულ პარლამენტში პასუხისმგებლობაც ქუცმაცდება. აღარც აგრესია უჩნდება ვინმეს იმის გამო, რომ პრეზიდენტის წნეხის ქვეშ საკუთარი პულტით საკუთარ მტრებს აძლიერებს. ედუარდ შევარდნაძე კი დროს იგებს. თითქოს, თავიდან აბრუნებს 1995 წელს, როცა სამი წლის განმავლობაში მოქალაქეთა კავშირი უპრეტენზიოდ და უანგაროდ ემსახურებოდა თავის ლიდერს. ახლა მოქალაქეთა კავშირის ჩანაცვლების მსურველი რამდენიმეა და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან პრეზიდენტის უანგარო სამსახურში. მაგრამ სხვაობა ისაა, რომ მაშინდელი სამწლიანი პერიოდი ახლა სამ თვესაც ვერ გასტანს. მოვლენები სწრაფად ვითარდება და უანგარო სამსახურისთვის ვადები მეტისმეტად შემჭიდროებულია.