აშშ-ის ვიზისთვის ფეისბუკანგარიშიც უნდა მიუთითოთ - როდის? რატომ? როგორ?

აშშ-ის სავიზო აპლიკაციას ახალი გრაფა დაემატა, რომელიც ითხოვს ინფორმაციას აპლიკანტის სოციაური ქსელების შესახებ. ამ ველის შევსება სავალდებულოა ოფიცილურ აპლიკაციაში. მზად იყავით, რომ კითხვებს ამ თემაზე კონსულიც დაგისვამთ.

როდის?

რატომ გახდა საჭირო ეს სიახლე?

რა დაემატა განაცხადის ძველ ფორმას?

რა მოხდება ტყუილის შემთხვევაში?

სოციალურ მედიაში ანგარიშების შესახებ ინფორმაციის გაზიარება სავალდებულოა სავიზო აპლიკანტების უმრავლესობისთვის.

როდის?

ცვლილება უკვე ამოქმედდა და ის ასახულია:

  • არასაემიგრაციო ელექტრონულ სავიზო ფორმაში (DS – 160),
  • არასაემიგრაციო სავიზო ფორმის სათადარიგო ბეჭდურ ვერსიაში (DS – 156)
  • საემიგრაციო ელექტრონულ სავიზო ფორმაში (DS- 260).

რატომ გახდა საჭირო ეს სიახლე?

აშშ-ის საელჩო თბილისში ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი გამუდმებით ეძებს აპლიკაციების შემოწმების პროცესის გაუმჯობესების ახალ გზებს, რათა უზრუნველყოს კანონიერად საზღვრის გადაკვეთა და ემიგრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიზანი ამერიკის მოქალაქეების უფლებების დაცვაა.

აღნიშნული ცვლილებები გატარდა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მდივნისთვის 2017 წლის 6 მარტს გამოცემული განკარგულება 13780-ის საფუძველზე.

რა დაემატა განაცხადის ძველ ფორმას?

ვიზის მიღების მსურველებს აპლიკაციის შევსებისას მოეთხოვებათ აარჩიონ სოციალური ქსელი ან ქსელები, სადაც ანგარიში აქვთ, და შემდეგ გრაფაში მიუთითონ მათი ანგარიშის იდენტიფიკატორი.

სოციალური ქსელების ჩამონათვალი ასეთია: Ask.fm, Douban, Facebook, Flickr, Google, Instagram, Linkedin, Myspace, Pinterest, Qzone, Reddit, Sina Weibo, Tumblr, Twitter, Twoo, Vine, Vkontakte, Youku, Youtube. როგორც The Hills იუწყება, მომავალში აპლიკანტებს იმ სოციალური ქსელების მითითებაც შეეძლებათ, როლებიც ამ სიაში ჯერ არ არის.

რა მოხდება ტყუილის შემთხვევაში?

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არც ერთი სოციალური ქსელი არ აქვს, მაშინ შეუძლია შესაბამისი გრაფა მონიშნოს და აღარ მიუთითოს დეტალები. The Hills ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თუ ვიზის მიღების მსურველი მოიტყუება, ამას “სერიოზული საემიგრაციო შედეგები მოჰყვება”.

აქამდე სოციალური ქსელების მონაცემების მითითებას კონსული მხოლოდ იმ შემთხვევაში სთხოვდა აპლიკანტს, თუ, ეროვნული უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დამატებითი გადამოწმების მიზეზს დაინახავდა. ეს ხშირად იმ ქვეყნების წარმომადგენლებს შეეხებოდათ, რომლებიც ტერორისტების მიერ კონტროლირებად რეგიონებში მდებარეობდა, იუწყება ბი-ბი-სი.