Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარანაული: დეკემბრის ფეისბუქი


რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ მეორე საუბარს ბესიკ ხარანაულზე. ამჟამად ჩვენი ყურადღება მიიპყრო ამ პოეტის ფეისბუქზე გამოქვეყნებულმა შემოქმედებამ, ე.წ. „დეკემბრის ფეისბუქმა.“ განსაკუთრებით საინტერესოდ გვეჩვენა ლექსი „გაძარცვული პერსონაჟი ფიროსმანისა“. მასში აღწერილია „მშვიდობის ქალაქი“, მწვანე კუნძული სისხლისმღვრელი ომის სიწითლეში, მშვიდობის ქალაქი, რომელმაც შურით დახოცა მსოფლიოს სხვა ქალაქები, რადგან ყველგან ომია, დაუფარავ ბოროტებას ყველგან ებრძვიან და „აქ კი მშვიდობა, ხალხიც სრულადაა და მიწაც მრთელია, საახალწლო დალოცვასავით, ნაძვის ხესავით.“

XS
SM
MD
LG