რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს უსამართლოდ მივიწყებულ ქართველ მწერალზე, მცირე ფორმის დიდოსტატზე, ჭოლა ლომთათიძეზე. რევოლუციონერი, პარტიული ფუნქციონერი, დეპუტატი, პატიმარი, ჭოლა ლომთათიძე უაღრესად საინტერესო პიროვნება იყო. ქართულ ლიტერატურაში მან ციხის თემა შემოიტანა, იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ორი ციხის თემა განავითარა (ე.წ. შიდა ციხე – საპყრობილე და გარე ციხე – ცარისტული რუსეთი). პატიმრობასა და ავადმყოფობას რომ დაეცლია, ეს მწერალი აშკარად ქართველ ო’ჰენრიდ ჩამოყალიბდებოდა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა მისი ჩანახატები „თეთრი ღამეები“ და „ჰონორარი“. სხვათა შორის, „თეთრ ღამეებში“ პირველად ქართულ ლიტერატურაში გადმოცემულია „ცნობიერების ნაკადის“ ტექნიკით შესრულებული პასაჟები…
ეპიზოდები
-
თებერვალი 29, 2024
საად შირაზელი
-
თებერვალი 26, 2024
სემუელ ბეკეტი
-
თებერვალი 23, 2024
იტალო სვევო, ძენოს აღსარება
-
თებერვალი 21, 2024
რალფ ელისონი, უჩინარი კაცი
-
თებერვალი 19, 2024
ვირჯინია ვულფი, გზა შუქურისკენ
-
თებერვალი 16, 2024
ჯონ მაქსველ კუტზეე, იესოს სიკვდილი